საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონია დაამარაცხა და "ერთა ლიგის" B დივიზიონში გადავიდა

საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონია დაამარაცხა და "ერთა ლიგის" B დივიზიონში გადავიდა

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა "ერთა ლიგის" ბოლოსწინა ტურის
შეხვედრაში, ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს უმასპინძლა და 2:0
დაამარცხა. მატჩის მიმართ საზოგადოებაში განსაკუთრებული მოლოდინი
იყო და ამას ისიც მოწმობდა, რომ ეროვნული სტადიონის ყველა ბილეთი
ერთ დღეში გაიყიდა. ქართველმა ფეხბურთელებმა გულშემატკივარს
იმედი არ გაუცრუეს და განსაკუთრებით მეორე ტაიმში საინტერესო
თამაში აჩვენეს.
ამ გამარჯვებით საქართველოს ნაკრები "ერთა ლიგის" B დივიზიონში
გადავიდა და პლეი-ოფში გავიდა.
С4 ჯგუფში პირველი ადგილის დასაკავებლად საქართველოს ეროვნულ
გუნდს 1 ქულაც ჰყოფნიდა, მაგრამ ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი
პლეი-ოფის ნახევარფინალში უკეთესი პოზიციის დასაკავებლად ქულათა
მაქსიმუმი და ბურთების საუკეთესო შეფარდება სჭირდება. მეტოქე
რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის გარეშე გვესტუმრა, მაგრამ ცხადი იყო,
თეორიული შანსის გამოსაყენებლად თავს არ დაზოგავდა, მთელი 90
წუთის განმავლობაში დაცვაში ვერ ჩადგებოდა და იმისათვის, რათა ის არ
განმეორებულიყო, რაც გასულ ტურში თბილისში ბულგარეთთან მოხდა
(0:0), სასურველი დებიუტშივე დაწინაურება გახლდათ.
შეხვედრა ნელ ტემპში დაიწყო, ორივე გუნდი ფრთხილობდა, მეტოქე
სივრცეებს გვიკეტავდა, იერიშების მიტანა გვიჭირდა. პირველი მომენტი
მოწინააღმდეგემ შექმნა, როდესაც შორიდან სპიროვსკის ძლიერად
დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია. შემდეგ აბურჯანიას
გატანა მეკარემ არ დაანება, მორიგი შეტევისას კი კვარაცხელიას
ჩაწოდებული ბურთი საკუთარ კარში მიოვსკიმ ჩაჭრა. შემდეგ ზივზივაძემ
ვერ უწია მიზანს და პირველი ტაიმი 1:0 მოვიგეთ.
მეორე ტაიმი მოწინააღმდეგემ აქტიურად დაიწყო, მიოვსკი
მამარდაშვილთან პირისპირ გავიდა და მეკარემ გადაგვარჩინა. ამას ჩვენი
გუნდის კონტრშეტევა მოჰყვა და ხვიჩამ ოდნავ ააცილა ბურთი მიზანს.
საქართველოს ნაკრები ბევრ შეცდომებს უშვებდა, არ გვყავდა მოედნის
ცენტრში ფეხბურთელი, რომელიც ბურთის დაჭერას, ტემპის

დარეგულირებას და თამაშის დალაგებას შეძლებდა. თუმცა, 64-ე წუთზე
ზივზივაძემ მეტოქეს ბურთი აართვა, კვარაცხელიას დიდებული გადაცემა
გაუკეთა და მან ანგარიში გაზარდა. ცოტა ხანში ბუდუმ ისევ მოჰპარა
მოწინააღმდეგეს ბურთი, მეკარესთან ერთი ერთზე გავიდა, მაგრამ კარს
ააცილა. მაკედონიელებმა საპასუხოდ დიდი ძალებით შემოგვიტიეს,
ბარდის საჯარიმოდან დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა ლამაზ
ნახტომში მოიგერია, დარჩენილ დროში ანგარიში არ შეიცვალა და
გავიმარჯვეთ.
საქართველოს ნაკრებმა ბოლო 10 მატჩიდან 8 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა
და შემდეგ შეხვედრას 26 სექტემბერს გასვლაზე გიბრალტართან
გამართავს.

მსგავსი სიახლეები

საქართველომ ევროპის ბიზნეს ანგელოზთა კონგრესის მასპინძლობისთვის განაცხადი შეიტანა

საქართველომ ევროპის ბიზნეს ანგელოზთა კონგრესის მასპინძლობისთვის განაცხადი შეიტანა

აქსელის, საქართველოს ბიზნეს ანგელოზთა ქსელის ინიციატივით, საქართველომ ევროპის ბიზნეს ანგელოზთა ქსელის (EBAN) კონგრესის მასპინძლობისათვის განაცხადი შეიტანა. ევროპის ბიზნეს ანგელოზთა კონგრესი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საინვესტიციო კონფერენცია ევროპაში, რომელიც…
წელს კავკასიასა და ცენტრ. აზიაში ეკონომიკური ზრდა 3.9%-მდე შენელდება, 2025 წელს 4.8%-მდე დაჩქარდება – IMF

წელს კავკასიასა და ცენტრ. აზიაში ეკონომიკური ზრდა 3.9%-მდე შენელდება,…

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2024 წლისთვის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები განაახლა. ორგანიზაციის პროგნოზის მიხედვით, მიმდინარე წელს კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ეკონომიკური ზრდა…
ჩინეთი-შუა დერეფანი-იტალია – ერთწლიანი პაუზის შემდეგ საკონტეინერო გადაზიდვები განახლდა

ჩინეთი-შუა დერეფანი-იტალია – ერთწლიანი პაუზის შემდეგ საკონტეინერო გადაზიდვები განახლდა

ჩინეთი-შუა დერეფანი-იტალია – ერთწლიანი პაუზის შემდეგ, “ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტით” საკონტეინერო გადაზიდვები განახლდა. გადაზიდვას სინცზიანიდან ნეაპოლამდე „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ და…