ამბროლაური

ამბროლაური

ამბროლაური _ ქალაქი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის
მხარის, აგრეთვე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული
ცენტრი. მდებარეობს ზღვის დონიდან 550 მ სიმაღლეზე, გაშენებულია რიონის
და კრიხულის შესართავთან. წერილობით წყაროებში ამბროლაური XVII
საუკუნიდან იხსენიება. იგი იმერეთის მეფეთა ერთ-ერთი რეზიდენცია იყო. აქ
იდგა სამეფო სასახლე, რომლის კომპლექსიდან ეკლესიის და კოშკის
ნანგრევებია შემორჩენილი. ქალაქად გამოცხადდა 1966 წელს. მოსახლეობა 2,5
ათასი (2002 წ.). ქალაქში არის ღვინის ქარხანა, რაიონული სასამართლო,
სპორტული დარბაზი, საავადმყოფო, თეატრი, ნიკორწმინდის ეპარქიის
რეზიდენცია.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი _ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული
მუნიციპალიტეტი რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარეში.
მუნიციპალიტეტის ტერიტორია 1917-მდე შედიოდა ქუთაისის გუბერნიის
რაჭის მაზრაში, 1921-დან _ რაჭის მაზრაში, 1928-დან _ რაჭა-ლეჩხუმის მაზრაში,
1930-დან დამოუკიდებელი მუნიციპალიტეტია. 1951-53 წლებში შედიოდა
ქუთაისის ოლქში. მდებარეობს კავკასიონის სისტემის სამხრეთი ფერდობის
ზონაში. მისი სამხრეთ-აღმოსავლეთი საზღვარი გასდევს რაჭის ქედს,
ჩრდილოეთით გაწოლილია ლეჩხუმის ქედი. ტერიტორია _ 1141 კვ. კმ., მათ
შორის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავია 240 კვ. კმ.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის ეროვნული მნიშვნელობის გზები _
ტყიბული _ ონი და ქუთაისი _ ონი. მუნიციპალიტეტის ჰავა _ ნოტიო,
საშუალო ტენიანობა _ 76%, ზამთარი ცივია ზაფხული კი თბილი და
ხანგძლივია. საშუალო წლიური ტემპერატურაა 8-9 გრადუსი.მოსახლეობის
რიცხოვნობა — 9139 კაცი (2014); სიმჭიდროვე — 8,0 კაცი კვ.კმ-ზე.
მუნიციპალიტეტში 70 დასახლებული პუნქტია: 1 ქალაქი და 69  სოფელი .
კულტურა: მუნიციპალიტეტში 27 სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო
სკოლაა, 1 უმაღლესი სასწავლებელი (საქართველოს ტექნიკური
უნივერსიტეტის რაჭის ფილიალი), 43 ბიბლიოთეკა, 1 თეატრი და 1 მუზეუმი.
მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლებია: ნიკორწმინდის ტაძარი (XI ს.),
ბარაკონი, ზემო კრიხის, ბუგეულის, პატარა ონის ეკლესიების ნანგრევები, ,
რაჭის ერისთავების ციხე _ მინდა ციხე, კვარაციხე, ხოტევის ციხე და სხვა.
აგრეთვე კარსტული მღვიმეები სოფელ ნიკორწმინდასა და სხვავაში, შაორის
წყალსაცავი.
ეკონომიკა. ამბროლაურის რაიონის ეკონომიკა ძირითადად ორი დარგისაგან
_ ვაჭრობისა და სოფლის მეურნეობისგან შედგება, შედარებით სუსტადაა
წარმოდგენილი გადამამუშავებელი, მძიმე და მომპოვებელი მრეწველობა.
საბჭოთა პერიოდში ამბროლაურში იყო როგორც მომპოვებელი მრეწველობა

(ურავის დარიშხანის ქარხანა), ასევე რამდენიმე საკონსერვო და მსუბქი
მრეწველობის ქარხანა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყველა ეს ქარხანა
გაჩერდა. უკეთ არის წარმოდგენილი კვების მრეწველობა, ძირითადად ღვინის
ქარხნების სახით, რაც გამოწვეულია იმით რომ მუნიციპალიტეტში
გავრცელებულია ენდემური ვაზის ჯიშები საიდანაც მსოფლიოში განთქმული
ღვინოები ჩამოისხმება. ამჟამად ამბროლაურში ასევე ფუნქციონირებს ყველ-
კარაქისა და აგურის ქარხნები, ლითონური დარიშხანის ქარხანა.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის ოსეთის სამხედრო გზა.
სოფლის მეურნეობა ამბროლაურის მუნიციპალიტეტეში ეკონომიკის
წამყვანი დარგია, აქ ძირითადად გავრცელებულია მევენახეობა, მეცხოველეობა,
მეხილეობა და შედარებით მცირე მასშტაბებით მემარცვლეობა. ასევე
მნიშვნელოვან როლს ასრულებს მეფუტკრეობა.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გაშენებული ვაზის ისეთი ჯიშები
როგორიცაა “ალექსანდროული”, “მუჯურეთული”, “წულიკიძის თეთრა” და
“ძელშავი”. Eესენი ენდემური ჯიშებია და მხოლოდ ამ რეგიონის,
კონკრეტულად კი ამ მუნიციპალიტეტის მდ. რიონის მარჯვენა
სანაპიროსთვისაა დამახასიათებელი. ვაზის განაშენიანების მთლიანი ფართობია
903 ჰა. მუნიციპალიტეტში კარგადაა განვითარებული მეღორეობა, ისევე
როგორც რაჭული ღვინო, რაჭული ლორიც განთქმულია. საერთოდ,
აღსანიშნავია რომ რაჭის ტყეებში გავრცელებული ხის ჯიშების გამო (წიფელი,
მუხა და წაბლი) ღორის შენახვა საოჯახო მეურნებობში შედარებით იაფი
ჯდება..
ფლორა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიების 50%-ზე მეტი დაფარულია ტყის
საფარით, რომელშიც ჭარბობს ფოთლოვანი კულტურები.
მუნციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ამბროლაური.
რომელიც იმავდროულად წარმოადგენს რეგიონის ადმინისტრაციულ ცენტრს.
bunebrivi resursebi. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის უმთავრესი ბუნებრივი
რესურსი მისი ბუნება და ჰავაა, რაც განაპირობებს დამსვენებელთა დიდი
ნაკადის მოდინებას ზაფხულის პერიოდში, მნიშვნელოვანია ტყისა და წყლის
რესურსები. მუნიციპალიტეტის ტერიტორიის 50%-მდე ტყითაა დაფარული,
რომლიდანაც განირჩევიან ძვირფასმერქოვანი ტყის ჯიშები.
წყლის რესურსებიდან აღსანიშნავია შაორის წყალსაცავი და მდინარეები:
რიონი, ლუხუნი, რიცეულა, კრიხულა, ასკი და შარეულა. წყლის რესურსებით
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი მდიდარია და იგი მნიშვნელოვან ერთეულს
წარმოადგენს საქართველოს ჰიდროენერგეტიკისთვის.
რაც შეეხება წიაღისეულ სიმდიდრეებს, მუნიციპალიტეტი ისევე როგორც
მთლიანად რაჭის რეგიონი მდიდარია იშვიათი წიაღისეულებით, კერძოდ, აქ

მოიპოვება:
დასახელება განლაგება რაოდენობა (ათასი ტ.)
რკინა შაორის სინდერიტი 72,000
მანგანუმი ბაჯი, ზედა შავრა 2,180
დარიშხანი ურავი, ლუხუნი 223
სტიბიუმი ქაჯიანი, ჩადუანი 6.6
მაგნური ქანები (ბაზალტი) ზედა შავრა 107
კირქვები ამბროლაური, ხოტევი,

ზნაკვა

7,251
ქვა-ღორღი ჟიშხაი, ნაქერალა 440.2
საკირე ქვები ცახი 400
სააგურე თიხები მუხლი, წესი, პირველი

ტოლა, ბაჯი

560
თაბაშირი ჭრებალო, მუხლი, წესი 9,981.6

მსგავსი სიახლეები

სებ-მა ფულის გათეთრების დისტანციური ზედამხედველობის პორტალის გამოყენების წესი დაამტკიცა

სებ-მა ფულის გათეთრების დისტანციური ზედამხედველობის პორტალის გამოყენების წესი დაამტკიცა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ანტი ფულის გათეთრების (AML) და ტერორიზმის ფინანსირების საწინააღმდეგო (CFT) დისტანციური პორტალის გამოყენების წესი დაამტკიცა. პორტალის სახელია www.aml-cft.nbg.ge და ის ფულის…
ეკონომიკის სამინისტრო “ფოსტის შესახებ” კანონის საპარლამენტო განხილვებისთვის კონსულტანტს ქირაობს

ეკონომიკის სამინისტრო “ფოსტის შესახებ” კანონის საპარლამენტო განხილვებისთვის კონსულტანტს ქირაობს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო შესყიდვების სააგენტოს გამარტივებული შესყიდვის განხორციელების მიზნით მიმართავს. საუბარია საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის დირექტივებთან დაახლოების მიზნით „ფოსტის შესახებ“ კანონის…
2023 წელს საქართველოში რეკორდულად ბევრი ჩინური ავტომობილი შემოვიდა

2023 წელს საქართველოში რეკორდულად ბევრი ჩინური ავტომობილი შემოვიდა

ბოლო წლებში, ჩინურმა ავტომწარმოებელმა კომპანიებმა მსოფლიოში მასშტაბური ექსპანსია დაიწყეს, რომელიც ადგილობრივი კომპანიების მიერ გლობალური ბაზრის წილის მნიშვნელოვან ზრდას ისახავს მიზნად. ტენდენციის…