საქართველოს მთავრობის განკარგულების თანახმად, ჯანდაცვის სამინისტროს მიეცა უფლება 1.35 მილიონ ლარად, გამარტივებული წესით შეისყიდოს რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაციის საპროექტო სამუშაოები.
მთავრობა რესპუბლიკური საავადმყოფოს ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას 2025 წელსაც გეგმავდა, რისთვისაც 2025 წლის ბიუჯეტში 20 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული, თუმცა სამინისტრომ აღნიშნული პროექტი ვერ განახორციელა, რის გამოც 2025 წლის დეკემბერში მთავრობის განკარგულებით პროექტის ბიუჯეტი განულდა. შესაბამისად მისი განხორციელება 2026 წლისთვის გადაიდო.
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 10′ მუხლის მე3 პუნქტის „დ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიეცეს უფლება, შპს აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ფუნქციონირების მიზნით, ქ. თბილისში, ვაჟა-ფშაველას N29-ში მდებარე შენობა-ნაგებობების სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, 1 354 500 ლარად, „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული „სამინისტროს სისტემაში შემავალ სამედიცინო და სხვა დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში,”- ნათქვამია მთავრობის განკარგულებაში.
2024 წლის 22 იანვარს წინა პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობა არარენტაბელური იყო და იგეგმებოდა კლინიკის დემონტაჟი და მის ბაზაზე ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს აშენება. ამ გადაწყვეტილებას კლინიკის ექიმების პროტესტი მოჰყვა. საავადმყოფოს დანგრევის დაანონსებასთან ერთად, თანამშრომლებს კომპენსაცია შესთავაზეს.
თუმცა, 2024 წლის თებერვალში ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილება ირაკლი კობახიძემ შეცვალა.
არსებული მდგომარეობით საავადმყოფოს არაერთი სართული უფუნქციოა და შენობის ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვან მოდერნიზაციას საჭიროებს.
ჯანდაცვის სამინისტრო 6 თვეზე მეტი ვადით ქვეყნიდან გასული მოქალაქეების მიერ საყოველთაო ჯანდაცვით სარგებლობაზე განმარტებას აკეთებს. უწყების განცხადებით, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, საქართველოს…
თვალჭრელიძის ქუჩაზე, 762 დევნილ ოჯახს ახალი საცხოვრებელი ბინა გადაეცა. დევნილი ოჯახებისთვის ბინების გადაცემის ღონისძიებაზე პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მომდევნო წლის…