“ნედლეულზე ხელმისაწვდომობის შემცირების გამო, კახური ქვევრის ღირებულება დაახლოებით 30%-ით გაიზარდა” – მექვევრე

“ნედლეულზე ხელმისაწვდომობის შემცირების გამო, კახური ქვევრის ღირებულება დაახლოებით 30%-ით გაიზარდა” – მექვევრე

ნედლეულზე ხელმისაწვდომობის შემცირების გამო, კახური ქვევრის ღირებულება დაახლოებით 30%-ით გაიზარდა, – ამის შესახებ BM.GE-სთან ინჟინერ – მკვლევარი, მექვევრე ზურაბ ყარაულაშვილი აცხადებს.

მისი ინფორმაციით, კახური ქვევრის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მომწოდებელი, სოფელი ვარდისუბანია. სოფელი კახეთში 9 რაიონს, დასავლეთსა და საექსპორტო ბაზრებს ამარაგებდა. ქვევრის დასამზადებლად, მექვევრეები შუამთის მონასტრის სიახლოვეს არსებულ თიხის კარიერს იყენებდნენ, რომელიც სატყეო სააგენტოს ეკუთვნოდა. თუმცა, ცოტა ხნის წინ, შუამთის ტყეები, მათ შორის თიხის კარიერი ალავერდელ მიტროპოლიტზე, მეუფე დავითზე გასხვისდა და მექვევრეებს ნედლეულის მოპოვება შეუზღუდა.

„თიხის კარიერზე დავა წელიწადზე მეტია გრძელდება. შედეგად, წელს რასაც ვაკვირდები, მექვევრეების დიდი ნაწილი საქმიანობას თავს დაანებებს. კახეთის რეგიონში ალბათ 5 მექვევრე თუ იქნება, შესაბამისად თუ ამ მექვევრეებმა თავი დაანებეს წარმოებას, ფაქტობრივად მთელ კახეთში მამაპაპეული ტრადიცია დაიკარგება და ქვევრს აღარავინ დაამზადებს.

ქვევრის ღირებულება მისი ლიტრაჟობით განისაზღვრება. ამ ეტაპზე, იმერული ქვევრის ფასი კვლავ დაბალია და მისი ღირებულება ლიტრაზე 1 ლარი და 50 თეთრიდან 2 ლარამდე განისაზღვრება. ხოლო, კახური ქვევრის ფასი, ამ დროისათვის 3 ლარიდან განისაზღვრება“,- აცხადებს ყარაულაშვილი.

მისი თქმით, იმერული და კახური ქვევრის ფასის ასეთი რადიკალური სხვაობა იმითაა განპირობებული, რომ იმერული ქვევრი კვარციტისაგან მზადდება. მარტივია მისი დამუშავება და ნაკლებ სიფრთხილესა თუ ძალისხმევას მოითხოვს, რომელიც არსებულ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს. ხოლო, კახური ქვევრი კირქვას შეიცავს და მისი წარმოება მეტ ძალისხმევას მოითხოვს.

გარდა ამისა, მექვევრე აღნიშნავს, რომ ძველ ქვევრებზე მოთხოვნა ძალიან დიდია, შესაბამისად ფასიც შედარებით მაღალია. აქედან გამომდინარე, ისინი ხშირად მეორად, სარესტავრაციო ქვევრს ყიდულობენ და რესტავრაციის შემდეგ, მის რეალიზაციას ახდენენ.

 

bm.ge

მსგავსი სიახლეები

11 თვეში 70 ქვეყანაში 90 მლნ ლიტრზე მეტი ქართული ღვინო გავიდა – მთავარი საექსპორტო ბაზარი რუსეთია

11 თვეში 70 ქვეყანაში 90 მლნ ლიტრზე მეტი ქართული…

11 თვეში საქართველოდან ღვინის ექსპორტი 9.2%-ით გაიზარდა და ქვეყანამ საზღვრებს გარეთ საქონლის რეალიზებით 262.3 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით,…
უცხოური გავლენის კანონში ცვლილებების იდენტიფიცირებისთვის სამუშაო ჯგუფი შეიქმნება – ალან ბერსე

უცხოური გავლენის კანონში ცვლილებების იდენტიფიცირებისთვის სამუშაო ჯგუფი შეიქმნება –…

ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის განცხადებით, საქართველოს მთავრობა უცხოური გავლენის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის დაპირება გასცა. დღეს გამართულ ბრიფინგზე, საქართველოში ვიზიტით მყოფმა…
წელს, საქართველოში შეკერილი ტანსაცმლის ექსპორტმა $130 მლნ შეადგინა

წელს, საქართველოში შეკერილი ტანსაცმლის ექსპორტმა $130 მლნ შეადგინა

2024 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან უცხოეთში 130 მილიონი დოლარის ტანსაცმლის ექსპორტი განხორციელდა, ამის შესახებ ადგილობრივი ექსპორტის სტატისტიკიდან ირკვევა, რაც რეექსპორტის გარეშე ქვეყანაში…