2025 წლის 10 თვეში საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა 2.7 მილიარდი ლარის მოგება გამოიმუშავეს – ამის შესახებ ბანკების მიერ სებ-ისთვის წარდგენილი ფინანსური ანგარიშგებებიდან ხდება ცნობილი. მთლიანობაში აღნიშნული თანხა 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში არსებულ მოგებასთან შედარებით 100.5 მილიონი ლარით, ანუ 4%-ით მეტია.
ბანკებს შორის მოგებით პირველ ადგილზე კვლავ “საქართველოს ბანკია”, რაც 2025 წლის 10 თვეში 1.34 მილიარდ ლარს შეადგენდა, ეს თანხა წლიურად 6%-ით არის გაზრდილი. მეორე ადგილს “თიბისი ბანკი” იკავებს 1.01 მილიარდი ლარით, რაც წლიურად 3%-ით არის გაზრდილი. მესამე პოზიციაზე კვლავინდებურად “ლიბერთი ბანკია” 105 მილიონი ლარით, რაც წინა წელთან შედარებით 11%-ით გაზრდილი მოგების მაჩვენებელია.
რაც შეეხება მოგების მიხედვით სიის ბოლოში მყოფ ბანკებს, 4 კომერციული ბანკი ზარალზეა, მათ შორის ყველაზე დიდი – 47.6 მილიონი ლარის ზარალი აქვს “ვითიბი ბანკს”, რომელსაც ოპერირება 2022 წლის თებერვალში დაწესებული სანქციებიდან გამომდინარე ფაქტობრივად შეჩერებული აქვს.
კომერციული ბანკების მოგების მაჩვენებლები 2025 წლის 10 თვეში
იანვარი კომერციულმა ბანკებმა 283.3 მლნ ლარის წმინდა მოგებით დახურეს, რაც წლის ჭრილში 19%-იანი ზრდაა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებლების თანახმად, 19…
თუ საერთაშორისო სანქციებსა და ქართულ კანონებს შორის წინააღმდეგობა გაჩნდება, ბანკები ვალდებულები არიან, ადგილობრივ წესებს დაემორჩილონ – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის,…