ComCom: 5G-ის დასანერგად „სელფი მობაილს“ ლიცენზიები მიენიჭა

ComCom: 5G-ის დასანერგად „სელფი მობაილს“ ლიცენზიები მიენიჭა

კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით, „სელფი მობაილს“ 5G ინტერნეტის დანერგვისთვის საჭირო სიხშირული რესურსით სარგებლობის ლიცენზიები 15 წლის ვადით მიენიჭა. კერძოდ, ComCom-ის მიერ, მეხუთე თაობის მობილური ინტერნეტის დასანერგად გამოცხადებულ აუქციონში, „სელფი მობაილი“ ერთი კომბინირებული და სამი ცალკე მდგომი ლოტის გამარჯვებულად გამოცხადდა, რაც 700 მჰც, 3400-3600 მჰც, 2600 მჰც და 1800 მჰც სიხშირულ დიაპაზონებს მოიცავდა.

“აღნიშნული ლოტების საფასურმა ჯამში 4 497 045 ლარი შეადგინა, ხოლო ლიცენზიის მოსაპოვებლად, ოპერატორმა დადგენილი თანხის 30% სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადა.

აუქციონის პირობებიდან გამომდინარე, „სელფი მობაილს“ გაუჩნდა ვალდებულება, საკუთარ ინფრასტრუქტურაზე მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორი (MVNO) დაუშვას, რისთვისაც აუქციონის ფარგლებში 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლა”, – ნათქვამია კომკომის ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ 5G – ეს არის ახალი თაობის უსადენო ინტერნეტ ტექნოლოგია, რომელიც არსებულ ტექნოლოგიებთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაზრდის მობილური ინტერნეტის სიჩქარეს, შეამცირებს დაყოვნებას და საკომუნიკაციო სექტორთან ერთად, სრულიად ახალ საფეხურზე გადაიყვანს ისეთ უმნიშვნელოვანეს დარგებს, როგორიცაა: ჯანდაცვა, განათლება, ბიზნესი, სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა და სხვა.

მსგავსი სიახლეები

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის…

საქართველოს პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტთან შექმნილი სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის მეორე შეხვედრა გაიმართა. საქართველოს…
“საქართველოში უმაღლესი განათლების მქონე პირებში უმუშევრობის დონე 11%-ია – Galt&Taggart-ი

“საქართველოში უმაღლესი განათლების მქონე პირებში უმუშევრობის დონე 11%-ია –…

“საქართველოში უმაღლესი განათლების მქონე პირებში უმუშევრობის დონე 11%-ს შეადგენს”, – ამის შესახებ Galt&Taggart-ის მიერ მომზადებულ განათლების სექტორის მიმოხივლაშია აღნიშნული. როგორც მიმოხილვაში…
“საქართველოში უცხოელი სტუდენტების 53.8% ინდოეთიდან არის” – Galt&Taggart

“საქართველოში უცხოელი სტუდენტების 53.8% ინდოეთიდან არის” – Galt&Taggart

“საქართველოში უცხოელი სტუდენტების 53.8% ინდოეთიდანაა, რომელთა უდიდესი ნაწილი ჯანდაცვის მიმართულებით სწავლობს”, – ამის შესახებ Galt&Taggart-ის მიერ მომზადებულ განათლების სექტორის მიმოხივლაშია აღნიშნული. როგორც…