ავტომობილების იმპორტი და რეექსპორტი რეკორდულ ნიშნულზეა – რომელია ტოპ-საექსპორტო ბაზარი?

ავტომობილების იმპორტი და რეექსპორტი რეკორდულ ნიშნულზეა – რომელია ტოპ-საექსპორტო ბაზარი?

ივლისში, ავტოექსპორტის მაღალი მაჩვენებლები შენარჩუნდა. 7 თვეში საქართველოში ავტომობილების იმპორტი 95.9%-ით გაიზარდა და 1.6 მლრდ დოლარს გადააჭარბა.

ზრდა ბევრად მაღალი იყო რეექსპორტში.  იანვარ-ივლისში რეექსპორტით  1.178 მლრდ დოლარის ავტომობილებია გატანილი. სულ საქართველოს გავლით მესამე ქვეყნებში  60,475  ერთეული ავტომობილი გავიდა. ავტოექსპორტში ზრდა 217%-ია. ავტომობილების რეექსპორტზე მოდის მთლიანი ექსპორტის 32.9%.

ავტომობილების ტოპ-საექსპორტო ბაზარი ყირგიზეთია. შუა აზიის ამ ქვეყანაში, რომელიც თავის მხრივ, ერთ-ერთი უღარიბესი პოსტსაბჭოთა ქვეყანაა (მშპ ერთ მოსახლეზე  $1,100 დოლარი)  თითქმის 300 მლნ დოლარის ავტომობილებია გაყვანილი, სულ  7,410 ერთეული. ეს  იმას  ნიშნავს, რომ  ყირგიზეთში საქართველოდან ექსპორტირებული ავტომობილების საშუალო ფასი ერთ-ერთი ყველაზე მაღალია და 40.5 ათას დოლარს აღწევს.

ბოლო თვეებში ყირგიზეთში შესამჩნევად გაიზარდა იმპორტ-ექსპორტი, რის გამოც ივლისში The Washington Post-მა დაწერა, რომ აშშ-მა ყირგიზეთს, რუსეთისთვის სანქციების თავის არიდებაში დახმარების გამო, შესაძლოა სანქციები დაუწესოს.  

საქართველოში ავტომობილების ექსპორტიორები ამბობენ, რომ შუა აზიურ ქვეყნებში ზრდა იმ ფაქტორმა განაპირობა, რომ რუსეთიდან ამ ქვეყნების მომარაგება შეწყდა, შესაბამისად, მათთვის ალტერნატივა ავტომობილების საქართველოს გავლით მიღება გახდა.  

 ავტომობილების რეექსპორტის  ტოპ-10  ბაზარი  

  • ყირგიზეთი – 299.9 მლნ დოლარი  / 2022 წლის 7 თვე –  18.14 მლნ 
  • ყაზახეთი – 281.05 მლნ დოლარი  / 2022 წლის 7 თვე   – 34.48 მლნ 
  • აზერბაიჯანი – 259.06 მლნ დოლარი / 2022 წლის 7 თვე – 159.67 მლნ 
  • სომხეთი – 207.67 მლნ დოლარი / 2022 წლის 7 თვე – 32.67 მლნ 
  • რუსეთი – 65.86 მლნ  დოლარი  /   2022 წლის 7 თვე – 22.29 მლნ 
  • ტაჯიკეთი – 17.47 მლნ დოლარი  / 2022 წლის 7 თვე – 5.08 მლნ 
  • ბელგია – 12.8 მლნ დოლარი  / 2022 წლის 7 თვე  – 15.46 მლნ 
  • უკრაინა – 9.15 მლნ დოლარი   / 2022 წლის 7 თვე – 61.96 მლნ  
  • გაერთიანებული საამიროები – 7.33 მლნ დოლარი  / 2022 წლის 7 თვე – 6.56 მლნ 
  • თურქეთი – 5  მლნ დოლარი  / 2022 წლის 7 თვე – 1.76 მლნ  

მსგავსი სიახლეები

ბოლო სამ წელში 200 ათასზე მეტი მანქანა მივიღეთ – APM Terminals Poti-ი

ბოლო სამ წელში 200 ათასზე მეტი მანქანა მივიღეთ –…

2024 წლის იანვარ-დეკემბრის მონაცემებით, ჯამში APM Terminals Poti-ს მიერ 545 297 TEU კონტეინერი დამუშავდა. ინფორმაციას ფოთის პორტის მფლობელი კომპანია ავრცელებს. მათი…
2024 წელს რუსეთთან ვაჭრობა გაიზარდა – რას ვყიდით/ვყიდულობთ II უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთან?

2024 წელს რუსეთთან ვაჭრობა გაიზარდა – რას ვყიდით/ვყიდულობთ II…

საქსტატის 2024 წლის მონაცემებით, რუსეთი საქართველოს მეორე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. სწორედ მასზე მოდის ქვეყნის მთლიანი ექსპორტ-იმპორტის ჯამის 10.8%. გასულ წელს, საქართველო-რუსეთის…
EU-ში ექსპორტის წილი ისტორიულ მინიმუმზეა – როგორი იყო საქართველო-ევროკავშირის ვაჭრობა 2024-ში?

EU-ში ექსპორტის წილი ისტორიულ მინიმუმზეა – როგორი იყო საქართველო-ევროკავშირის…

საქსტატის მონაცემებით, იმპორტის მაჩვენებლის დამსახურებით, 2024 წელს საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო ბრუნვა ისტორიულ მაქსიმუმამდე გაიზარდა და 5.2 მლრდ დოლარი შეადგინა, ექსპორტ-იმპორტის ჯამი წლიურად 14%-ით…