საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს განცხადებით, უწყება სტუდენტებს სთავაზობს შესაძლებლობას, მოიპოვონ დაფინანსება და ისწავლონ მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტში.
უწყების ცნობით, მიმდინარე საერთაშორისო სასტიპენდიო/საგრანტო პროგრამებია:
სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში France Excellence 2026-2027“ – აკადემიური წელი: 2026-2027. რეგისტრაციის ვადა: 2026 წლის 20 მაისის ჩათვლით.
ფულბრაიტის (Fulbright) სამაგისტრო პროგრამა – სრული დაფინანსება აშშ-ის უნივერსიტეტებში, აკადემიური წელი: 2027-2028, რეგისტრაციის ვადა: 2026 წლის პირველი ივლისის ჩათვლით.
სასტიპენდიო პროგრამა ყაზახეთში – სწავლა ყაზახეთის საჯარო უმაღლეს სასწავლებლებში საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურზე, აკადემიური წელი: 2026-2027, რეგისტრაციის ვადა: 2026 წლის 14 ივნისის ჩათვლით.
სამინისტროს ინფორმაციით, საერთაშორისო პარტნიორებთან ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, ახალი სასტიპენდიო პროგრამების ჩამონათვალი ეტაპობრივად გაფართოვდება.
“თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აპირებს წამყვანი პროფესორის პოზიციაზე ღია საჯარო კონკურსი გამოაცხადოს,” – ამის შესახებ განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ პირველი არხის გადაცემაში „დისკუსია…
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ სკოლებში ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების ზოგადი წესი დაამტკიცა. სკოლაში ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების ზოგადი წესი ადგენს…
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2026 წლის სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის რეგისტრაციას 28 მაისს, 10:00 საათზე დაიწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას NAEC ავრცელებს.…