ეროვნულ გამოცდებზე ჩვენი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომლის, ეკონომიკის აკადემიური დოქტორის ნანა ბიბილაშვილის შვილმა, შალვა წერეთელმა, მათემატიკაში უმაღლესი შეფასება (51 ქულა) მიიღო.
იგი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აბარებს.
შალვა წერეთელმა ოქროს მედალზე დაამთავრა კომაროვის სახელობის ფიზიკა – მათემატიკის სკოლა.
იგი არის საქართველოს მასშტაბით მათემატიკისა და ინგლისურის ოლიმპიადების არაერთგზის გამარჯვებული.
ვულოცავთ შალვას ამ დიდ წარმატებას და მომავალში ახალი მწვერვალების დაპყრობას ვუსურვებთ.
დასანანია, რომ შალვას მამა, ჩვენი ინსტიტუტის ყოფილი დირექტორი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გიორგი წერეთელი ვერ მოესწრო შვილის წარმატებას.
“ეკონომიკის ბევრ სექტორში არის რესურსი, რომ მოხდეს ნარჩენების ხელმეორედ გამოყენება და მივიღოთ ნარჩენებისგან წარმოებული პროდუქცია, რომელიც თავისთავად ახალ, დამატებით სამუშაო ადგილებს…
2024 წლის წინასწარი მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებულია 1 მლრდ 680 მლნ აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, რაც 17%-ით აღემატება 2023 წლის ანალოგიურ…
საბა ხელაშვილი, ადვოკატი ეკონომიკური დანაშაულების შესავალი ეკონომიკური დანაშაული 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გამოწვევაა. ეს ფენომენი მოიცავს უკანონო და დახვეწილ ქმედებათა…