OAST – პლატფორმა სოციალურად დაუცველ ბავშვებს უფასო განათლებას სთავაზობს

OAST – პლატფორმა სოციალურად დაუცველ ბავშვებს უფასო განათლებას სთავაზობს

მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ონლაინ აკადემია OAST ქართულ საგანმანათლებლო ბაზარზე ახლახანს გამოჩნდა. როგორც მისი დამფუძნებელი გიორგი მეშველიანი BMG-სთან საუბრისას აღნიშნავს, მათი მთავარი მიზანი სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის უფასო განათლების მიღების შესაძლებლობის მიცემაა, თუმცა, ცხადია, რომ პლატფორმა სხვა ადამიანებისთვისაც ხელმისაწვდომია – ყველასთვის, ვისაც განათლების მიღება ონლაინ სურს.

პლატფორმა ვებ-პროგრამირების, ფიზიკისა და მათემატიკის ონლაინ კურსებს აერთიანებს, ხოლო რაც შეეხება მის სიხშირეს, როგორც აკადემიაში ამბობენ, თითოეული კურსი კვირაში ორჯერ ჩატარდება. 

“გამომდინარე იქიდან, რომ რეგიონებში ტექნიკური საგნების მიმართულებით კვალიფიციური კადრების დეფიციტია, ჩვენი მიზანია, რომ მოსწავლეებს შესაძლებლობა მივცეთ, ქვეყნის ნებისმიერი წერტილიდან ტექნოლოგიური განათლება მიიღონ. ჩვენი საგანმანათლებლო პროგრამა გათვლილია მხოლოდ მოსწავლეებზე, რაც მათ საშუალებას მისცემს ნაკლებად სტრესულ გარემოში და შესაბამის პერიოდში შეძლონ ცოდნის ათვისება და რეალიზება.

პლატფორმა ძირითადად ონლაინ სახისაა, ამავდროულად მოწვეულ ლექტორებსაც ვმასპინძლობთ და ეტაპობრივად, ბანაკების სახით, ჩვენი მოსაწვლეების ფიზიკურ სივრცეში გაერთიანებას და მათთვის სოციალიზაციის სივრცის შექმნასაც ვგეგმავთ”, – ამბობს გიორგი მეშველიანი.

აკადემიაში მოსწავლეების მიღება ახალახანს დაიწყო და 2023 წლის ოქტომბრამდე გაგრძელდება. აღსანიშნავია, რომ შექმნილი გრაფიკიდან გამომდინარე მათ 300-მდე მოსწავლის მიღების რესურსი აქვთ, ხოლო დიდი მოთხოვნის შემთხვევაში ახალი ნაკადების მიღების შესაძლებლობაც არსებობს. 

რაც შეეხება დასაქმებულ კადრებს, აკადემია ამჟამად შვიდ სპეციალისტს ასაქმებს, რომელთაგანაც სამი პროგრამისტია, ორი ფიზიკოსი, ორიც კი მათემატიკოსი. საერთო ჯამში, გუნდის ყველა წევრის მიზანი თავიანთი კურსდამთავრებულების დასაქმებაა.

“ჩვენი მიზანია რომ აკადემიის კურსდამთავრებულები მაქსიმალურად მზად იყვნენ ლოკალურ თუ საერთაშორისო კომპანიების ბუთქემფებში მოსახვედრად, ასევე შეეძლოთ თავიანთი იდეების განხორციელება და განვითარება. წარმატებულ კურსდამთავრებულებს საშუალება ექნებათ ჩაერთნონ მათი მენტორების პირად რეალურ პროექტებშიც, როგორც უმცროსი დეველოპერები”, – ამბობს აკადემიის დამფუძნებელი. 

მსგავსი სიახლეები

11 თვეში 70 ქვეყანაში 90 მლნ ლიტრზე მეტი ქართული ღვინო გავიდა – მთავარი საექსპორტო ბაზარი რუსეთია

11 თვეში 70 ქვეყანაში 90 მლნ ლიტრზე მეტი ქართული…

11 თვეში საქართველოდან ღვინის ექსპორტი 9.2%-ით გაიზარდა და ქვეყანამ საზღვრებს გარეთ საქონლის რეალიზებით 262.3 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით,…
უცხოური გავლენის კანონში ცვლილებების იდენტიფიცირებისთვის სამუშაო ჯგუფი შეიქმნება – ალან ბერსე

უცხოური გავლენის კანონში ცვლილებების იდენტიფიცირებისთვის სამუშაო ჯგუფი შეიქმნება –…

ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის განცხადებით, საქართველოს მთავრობა უცხოური გავლენის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის დაპირება გასცა. დღეს გამართულ ბრიფინგზე, საქართველოში ვიზიტით მყოფმა…
წელს, საქართველოში შეკერილი ტანსაცმლის ექსპორტმა $130 მლნ შეადგინა

წელს, საქართველოში შეკერილი ტანსაცმლის ექსპორტმა $130 მლნ შეადგინა

2024 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან უცხოეთში 130 მილიონი დოლარის ტანსაცმლის ექსპორტი განხორციელდა, ამის შესახებ ადგილობრივი ექსპორტის სტატისტიკიდან ირკვევა, რაც რეექსპორტის გარეშე ქვეყანაში…