არალეგალური გლობალიზაციის შესახებ, ანუ შეიძლება კი გლობალიზაცია ოდესმე დასრულდეს?
- ეკონომიკა
- დეკემბერი 19, 2022
- 666
ვლადიმერ პაპავა - პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, აკადემიკოსი
თანამედროვე, არც თუ მარტივ, მსოფლიოში ეკონომისტების და სხვა სოციალურ მეცნიერებათა წარმომადგენლები დაინტერესებულნი არიან გაარკვიონ, თუ რამდენადაა გლობალიზაციის დასრულება შესაძლებელი. არსებობს ასეთი მოსაზრებაც, რომ გლობალიზაცია უკვე მკვდარია (Jun, 2022). COVID-19 პანდემიის პირობებში, და, განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2022 წლის თებერვალში დაიწყო ომი უკრაინაში, რასაც დასავლეთის მიერ რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესება მოჰყვა, „დეგლობალიზაციის“ დაწყების შესახებ სულ უფრო ხშირად საუბრობენ. და ეს სულაც არ არის გასაკვირი, თუ გავითვალისწინებთ მიწოდების გლობალური ჯაჭვების წყვეტას (Marin, 2021), რამაც სერიოზულად შეარყია საერთაშორისო სავაჭრო სისტემა, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ყალიბდებოდა. დეგლობალიზაციის დაწყების იდეის ჩამოყალიბებაში არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო სავაჭრო დაპირისპირება შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის, რომელიც დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში დაიწყო, ხოლო ჯო ბაიდენის პრეზიდენტობისას კიდევ უფრო გამძაფრდა (Rodrik, 2022b). იმისთვის, რომ დეგლობალიზაციის შესაძლებლობა ვაღიაროთ, რომელიც საბოლოოდ იზოლაციონიზმამდე მიგვიყვანს (Derviş, Strauss, 2020), საჭიროა კითხვას გლობალიზაციის დასრულების პრინციპული შესაძლებლობის შესახებ გაეცეს პასუხი.
გლობალიზაციის სასარგებლოდ მთავარ არგუმენტებად გამოიყენება ის, რომ, ჯერ
ერთი, მსოფლიო ურთიერთდაკავშირებულია, და, მეორე, ის ფაქტი, რომ არც ერთი
რეგიონი არ არის თვითკმარი (Seong, et al., 2022). გლობალიზაციისა და მისი პრობლემების განხილვისას, ექსპერტები, როგორც წესი, მსოფლიო ეკონომიკის მხოლოდ ლეგალური ნაწილის შესახებ მსჯელობით შემოფარგლებიან, ხოლო გლობალიზაციის არალეგალურ მხარეს უყურადღებოდ ტოვებენ. ეს მიდგომა აშკარად არასრულყოფილია.
საქმე იმაში გახლავთ, რომ არალეგალური ეკონომიკური საქმიანობა ხშირ შემთხვევაში (მაგალითად, ნარკობიზნესში ან იარაღის უკანონო ვაჭრობაში) მხოლოდ ეროვნული სახელმწიფოებით არ შემოიფარგლება. მას გამოკვეთილი საერთაშორისო ხასიათი აქვს. მაგალითად, ინტერპოლის მიერ ნარკოტრაფიკის წინააღმდეგ საერთაშორისო დონეზე ბრძოლის მიუხედავად, არალეგალური ეკონომიკის ამ სექტორს მკაფიოდ გამოხატული გლობალური ხასიათი მაინც აქვს. არალეგალური ბიზნესი იყენებს ყველა გლობალურ არხს, რათა აღმოაჩინოს ხვრელები, დასავლეთის მიერ რუსეთის მიმართ დაწესებული ეკონომიკური სანქციების თავიდან აცილების მიზნით. ეს სანქციები არასრულია ამ აშკარა ხვრელების გამო (Papava, 2022b). ჯერ ერთი, ბევრი ქვეყანა (მათ შორის თურქეთი, ინდოეთი, ისრაელი, და ჩინეთი) არ შეუერთდა ამ სანქციებს და, მეორეც, ზოგიერთი ევროპული ქვეყანა იმდენად დამოკიდებულია რუსულ ნავთობსა და გაზზე, რომ სანქციების მიუხედავად, ისინი აგრძელებენ რუსეთისგან მათ შესყიდვას. უკანონო ბიზნეს ტრანზაქციებისთვის ეკონომიკური სანქციების გვერდის ავლის მიზნით რუსეთი იყენებს კომპანიებს იმ ქვეყნებიდან, რომლებიც ხსენებულ ეკონომიკურ სანქციებს არ შეუერთდნენ (Ruehl, 2022). სამწუხარო ფაქტია, რომ ზოგიერთი ევროპული ქვეყანა, რომლებმაც თავიდანვე ოფიციალურად შემოიღეს ან მხარი დაუჭირეს რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკურ სანქციებს, განაგრძობენ რუსული ნავთობის უკანონო შეძენას, მის გადამუშავებას და შესაბამისი ნავთობპროდუქტების სახით გადაყიდვას. ამ ქვეყნებში შედის ლატვია (Aris, 2022), დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ბელგია და ნიდერლანდები (Yahoo,2022). ეკონომიკური სანქციების გვერდის ავლის მიზნით, რუსეთი მზარდ ინტერესს იჩენს კრიპტოვალუტების მიმართ უკანონო გადარიცხვების განსახორციელებლად (Miller R., 2022).
რუსეთის მიერ ეკონომიკური სანქციების თავიდან აცილების ყველა ეს ფაქტი
მიუთითებს იმაზე, რომ გლობალიზაცია არსად გამქრალა: ის არსებობს და,
მიუხედავად დასავლელი პოლიტიკოსების სურვილისა, ამ სანქციებით რუსეთის
ეკონომიკა მნიშვნელოვნად შეავიწროვონ, რუსეთი მაინც ახერხებს ნაწილობრივ
მაინც აუაროს მათ გვერდი.
რუსეთის გამოცდილება გვერდი აუაროს დასავლეთის ეკონომიკურ სანქციებს
ყველაზე ნათლად მოწმობს, რომ არსებობს აშკარა შეუსაბამობა პოლიტიკური და
ეკონომიკური გლობალიზაციის დონეებს შორის. ცნობილი პოლონელი ეკონომისტი
გჟეგოჟ კოლოდკო სამართლიანად აღნიშნაბვას, რომ ეკონომიკური გლობალიზაციის
დონე პოლიტიკური გლობალიზაციის დონესთან შედარებით გაცილებით მაღალია
(Kołodko, 2022 ), რაც დეგლობალიზაციის ილუზიას ქმნის.
პოლიტიკური და ეკონომიკური გლობალიზაციის დონეებს შორის შეუსაბამობის
ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითია აშშ-ჩინეთის გეოპოლიტიკური
დაპირისპირება, რის შედეგადაც ზარალდება ანტინარკოტიკული თანამშრომლობა
(Miller A., 2022) და შესაბამისი არალეგალური ბიზნესი გლობალურ დონეზე
უპრობლემოდ აგრძელებს ფუნქციონირებას.
ამრიგად, საქმე არა გლობალიზაციის სიკვდილთან, არამედ ჰიპერგლობალიზაციის
დასრულებასთან გვაქვს (Rodrik, 2021). არალეგალური ეკონომიკური
გლობალიზაციის ზემოთ მოყვანილი მაგალითები მიუთითებს იმაზე, რომ
თანამედროვე მსოფლიოში არა დეგლობალიზაციას, არამედ
ფსევდოდეგლობალიზაციას აქვს ადგილი (Papava, 2021).
COVID-19-ის პანდემიის დაწყებასთან ერთად ჰიპერგლობალიზაცია
ტურბულენტური გლობალიზაციით შეიცვალა, ხოლო უკრაინაში რუსეთის ომის
დაწყებისა და რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ ეკონომიკური სანქციების
მიღების შემდეგ, მსოფლიო კონფრონტაციული გლობალიზაციის რეჟიმზე გადავიდა
(Papava, 2022c).
უკრაინაში რუსეთის ომის დამთავრების და დასავლეთის მიერ რუსეთის
წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების მოხსნის შემდეგ, მსოფლიო „უკეთესი“
გლობალიზაციის რეჟიზე გადავა (Rodrik, 2022a), რომელიც, ჩემი აზრით,
ეკონომიკური უსაფრთხოების მოთხოვნებს აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს
(Papava, 2022a).
ეკონომიკური უსაფრთხოების პირობებში, პრიორიტეტული ენერგეტიკისა (UN,
2021) და სურსათის უსაფრთხოება (Blair, Kalibata, 2020) ხდება. არანაკლებ
მნიშვნელოვანია მიწოდების გლობალური ჯაჭვების უფრო მდგრადი ქსელების
შექმნა (Marin, 2021).
ისეთი ღონისძიებები, როგორიცაა „რეშორინგი“ ან „ონშორინგი“ (შორეულ ქვეყნებში
მდებარე საწარმოების რეპატრიაცია), „ნიაშორინგი“ (შორეულ ქვეყნებში მდებარე
საწარმოების გადატანა მეზობელ ქვეყნებში), „ფრენდშორინგი“ ან „ელაიშორინგი“
(საწარმოთა გადატანა შორეულ ქვეყნებიდან იმ ქვეყნებში, რომლებიც მსგავს
ფასეულობებს იზიარებენ) (Kessler, 2022), ეკონომიკური უსაფრთხოების
უზრუნველსაყოფად საჭირო იძულებითი ზომებია კონფრონტაციული
გლობალიზაციის პირობებში. ცხადია, ეს ზომები თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმიდან
აშკარა გადახვევაა (Rajan, 2022) და პირდაპირ აისახება წარმოების ხარჯების
ზრდაზე. თუმცა, მიწოდების გლობალური ჯაჭვების ხშირი შეფერხების ფონზე ამ
ზომების გატარება გარადუვალია.
მაგრამ არც რეშორინი, ნიაშორინგი, თუ ფრენდშორინგი გლობალიზაციის გაქრობაზე
სულაც არ მეტყველებს, რადგანაც ის (გლობალიზაცია) ობიექტური პროცესია,
რომელიც ყველაზე მკაფიოდ არალეგალურ გლობალიზაციში ვლინდება.
ეკონომისტების ერთ-ერთი თანამედროვე გამოწვევა ეკონომიკური უსაფრთხოების
გათვალისწინებით გლობალიზაციის თავისებურებების შესწავლაა (Spence, 2021),
რათა შესაძლებელი გახდეს მსოფლიო ეკონომიკაში არსებული რეალობის სწორად
შეფასება.
გამოყენებული ლიტერატურა
Aris B. (2022). “Sanctions Leakage: Pipes and Tankers.” bne Intellinews, September 9,
<https://www.intellinews.com/sanctions-leakage-pipes-and-tankers-255966/>.
Blair T., Kalibata A. (2020). “Building Food Security During the Pandemic.” Project
Syndicate, May 7, <https://www.project-syndicate.org/commentary/four-ways-to-boost-food-
security-during-covid19-pandemic-by-tony-blair-and-agnes-kalibata-2020-
05?utm_source=Project%20Syndicate%20Newsletter&utm_campaign=2ad6876daf-
sunday_newsletter_10_05_2020&utm_medium=email&utm_term=0_73bad5b7d8-
2ad6876daf-93567601&mc_cid=2ad6876daf&mc_eid=e9fb6cbcc0&barrier=accesspaylog>.
Derviş K., Strauss S. (2020). “What COVID-19 Means for International Cooperation.”
Project Syndicate, March 6, <https://www.project-syndicate.org/commentary/global-
cooperation-can-prevent-next-pandemic-by-kemal-dervis-and-sebasti-n-strauss-2020-03>.
Jun H. (2022). “The Death of Globalization and the New Industrial Models.” Eurasia Review,
December 10, <https://www.eurasiareview.com/10122022-the-death-of-globalization-and-
the-new-industrial-models-analysis/>.
Kessler S. (2022). “What Is ‘Friendshoring’?” The New York Times, November 18,
<https://www.nytimes.com/2022/11/18/business/friendshoring-jargon-business.html>.
Kołodko G. W. (2022). “The Irreversibility of Globalization.” Project Syndicate, September 5,
<https://www.project-syndicate.org/commentary/globalization-and-multilateral-cooperation-
not-ending-by-grzegorz-w-kolodko-2022-09>.
Marin D. (2021). “Making Supply Chains More Resilient” Project Syndicate, July 27,
<https://www.project-syndicate.org/commentary/should-governments-help-to-boost-supply-
chain-resilience-by-dalia-marin-2021-07>.
Miller A. (2022). “How Narco-Geopolitics Hinder US-China Antidrug Cooperation.”
Geopolitical Monitor, December 14, <https://www.geopoliticalmonitor.com/how-narco-
geopolitics-hinder-us-china-antidrug-cooperation/>.
Miller R. (2022). “Russia Warms to Crypto in Quick About-Face.” Forbes, October 3,
<https://www.forbes.com/sites/rosemariemiller/2022/10/03/russia-warms-to-crypto-in-quick-
about-face/?sh=470b048a458c>.
Papava V. (2021). “On Pseudo De-Globalization, Silk Road of Global Value Chains and
Role of Georgia.” Eurasia Review, October 18, <https://www.eurasiareview.com/18102021-
on-pseudo-de-globalization-silk-road-of-global-value-chains-and-role-of-georgia-oped/>.
Papava V. (2022a). “Moving from Hyper-Globalization.” Eurasia Review, October 28,
<https://www.eurasiareview.com/28102022-moving-from-hyper-globalization-
oped/?fbclid=IwAR2pYf4-drq_z0j5oF9mad6BO8SrjxvsRUbd7ebBjdtt6Fp14jYVZiVITq0>.
Papava V. (2022b). “On the Main Challenges of the Architecture Transformation of the
World Economy.” Eurasia Review, March 31, <https://www.eurasiareview.com/31032022-
on-the-main-challenges-of-the-architecture-transformation-of-the-world-economy-oped/>.
Papava V. (2022c). “Pandemic, War and Economic Sanctions: From Turbulent to
Confrontational Globalization.” Eurasia Review, May 23,
<https://www.eurasiareview.com/23052022-pandemic-war-and-economic-sanctions-from-
turbulent-to-confrontational-globalization-oped/>.
Rajan R. G. (2022). “Just Say No to “Friend-Shoring”.” Project Syndicate, January 3,
<https://www.project-syndicate.org/commentary/friend-shoring-higher-costs-and-more-
conflict-without-resilience-by-raghuram-rajan-2022-06>.
Ruehl J. P. (2022). “Sanctions Batter Russia As The Kremlin Attempts To Overcome
Them.” Eurasia Review, December 6, <https://www.eurasiareview.com/06122022-
sanctions-batter-russia-as-the-kremlin-attempts-to-overcome-them-oped/>.
Rodrik D. (2021). “The G7 Tax Clampdown and the End of Hyper-Globalization.” Project
Syndicate, June 7, <https://www.project-syndicate.org/commentary/g7-corporate-tax-
agreement-end-of-hyper-globalization-by-dani-rodrik-2021-06>.
Rodrik D. (2022a). “A Better Globalization Might Rise from Hyper-Globalization’s Ashes.”
Project Syndicate, May 9, <https://www.project-syndicate.org/commentary/after-
hyperglobalization-national-interests-open-economy-by-dani-rodrik-2022-
05?barrier=accesspaylog>.
Rodrik D. (2022b). “Don’t Let Geopolitics Kill the World Economy.” Project Syndicate,
November 10, <https://www.project-syndicate.org/commentary/us-china-high-tech-trade-
restrictions-by-dani-rodrik-2022-11?utm_source=project-
syndicate.org&utm_medium=email&utm_campaign=authnote&barrier=accesspaylog>.
Seong J., White O., Woetzel J., Smit S., Devesa T., Birshan M., Samandari H. (2022).
Global Flows: The Ties that Bind in an Interconnected World. McKinsey & Company
Discussion Paper, December 11, <https://www.mckinsey.com/capabilities/strategy-and-
corporate-finance/our-insights/global-flows-the-ties-that-bind-in-an-interconnected-world>.
Spence M. (2021). “Why Are Supply Chains Blocked?” Project Syndicate, November 3
<https://www.project-syndicate.org/commentary/prevent-future-supply-chain-disruptions-
using-ai-models-by-michael-spence-2021-11>.
UN (2021). “Enhancing Energy Security in the Context of the Coronavirus Disease
Pandemic for a Greener, More Resilient and Inclusive Energy Future in the Region.” UN
Economic and Social Council, February 1,
<https://www.unescap.org/sites/default/d8files/event-documents/ESCAP_77_17_E.pdf>.
Yahoo (2022). “UK ‘Quietly’ Imports Tens of Millions Worth of Russian Oil – The Times.”
Yahoo, November 21, <https://www.yahoo.com/video/uk-quietly-imports-tens-millions-
122300070.html>.
სტატია თარგმნილია ინგლისურიდან. ორიგინალია: Papava, V., 2022. “On Illegal
Globalization, or Can Globalization Ever End?” Eurasia Review, December 19,
<https://www.eurasiareview.com/19122022-on-illegal-globalization-or-can-globalization-
ever-end-oped/>.