აშშ საქართველოსთვის ფინანსური დახმარების გადახედვას არ გამორიცხავს. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის გუშინდელი კომენტარიდან ირკვევა, რომელიც მან ტრადიციული პრესბრიფინგის დროს გააკეთა. მისივე თქმით, ვაშინგტონმა საქართველოსთან კავშირების გადახედვის შესახებ„რუსული კანონის“ მიღების საპასუხოდ დაახლოებით ორი კვირის წინ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, აქ საუბარია პოლიტიკის სერიოზულ გადახედვაზე და ეს არ არის მხოლოდ რიტორიკა.
“ეს ეხება დახმარების ოდენობას, რომელსაც ჩვენ ვუწევთ საქართველოს. დაახლოებით 390 მილიონი აშშ დოლარი დაიგეგმა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ეს გადახედვის პროცესშია. საუბარია პოტენციურ სანქციებზე, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკაზე, რომლის შესახებაც ჩვენ ორი კვირის წინ გამოვაცხადეთ და რომელსაც ახლა ვსწავლობთ, როდის და როგორ განვახორციელოთ. ასე რომ, ნახავთ და ჩვენგან მეტს მოისმენთ ამ საკითხზე“, – განაცხადა მეთიუ მილერმა.
ცნობისთვის, აშშ-მა სავიზო სანქციები გამოაცხადა საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე პასუხისმგებელთა და მათი ოჯახების წინააღმდეგ.
ამის საპასუხოდ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სანქციებითა თუ სავიზო შეზღუდვებით მუქარა აბსოლუტურად კონტრპროდუქტიულია.
2026 წლის აგვისტოს მდგომარეობით, ოქროს ფასის ცვლილების შედეგად, მონეტარული ოქროს ღირებულება წინა თვესთან შედარებით 135 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 1.149.2…
თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობას თურქული ერთობლივი კომპანია EYE განახორციელებს. თბილისი სატრანსპორტო კომპანიასა და და ტენდერში გამარჯვებულ თურქულ ერთობლივ საწარმო EYE-ს (Emre…
7 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6128 ლარი გახდა.…