აშშ-ში სამომხმარებლო ფასების ზრდის ტენდენცია გრძელდება – გასულ თვეს ქვეყანაში წლიური ინფლაციის დონემ 9.1%-იან ნიშნულს მიაღწია, რაც 1981 წლის შემდეგ დაფიქსირებული უმაღლესი მაჩვენებელია.
სტატისტიკის ფედერალური ბიუროს ინფორმაციით, საბაზო ინფლაციის ინდექსი (CPI), რომელიც არ ითვალისწინებს ენერგორესურსებისა და სურსათის ფასებს, 5.9%-იან ნიშნულზეა, რაც ასევე აღემატება ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ მაჩვენებელს.
ექსპერტების შეფასებით, ინფლაციის ტემპის მოსალოდნელზე მეტად დაჩქარება ფედერალური რეზერვის მიერ მონეტარული პოლიტიკის დაგეგმილზე მეტად გამკაცრებას გამოიწვევს. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე თვეს FED-ის მიერ რეფინანსირების განაკვეთის 75 საბაზო პუნქტით გაზრდაა პროგნოზირებული, ხოლო წლის ბოლომდე რამდენიმე მსგავსი ინტერვენციაა დაგეგმილი.
ეკონომისტების განმარტებით, აშშ-ში ინფლაციის მაჩვენებლის მკვეთრი ზრდა რამდენიმე ძირითად მიზეზთანაა დაკავშირებული, მათ შორისაა: პანდემიის პერიოდში მონეტარული პოლიტიკის უპრეცედენტო შემსუბუქება; მთავრობის მიერ ფინანსური დახმარების პაკეტების გაცემა; მიწოდების ჯაჭვების შეზღუდვა; რუსეთ-უკრაინის ომი და კონფლიქტის ფონზე ენერგორესურსებისა და სურსათის მკვეთრი გაძვირება.
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა სან-ფრანცისკოში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გამართა კალიფორნიის გუბერნატორის მოადგილესთან, ელენი კუნალაკისთან. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო…
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ სკოლებში ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების ზოგადი წესი დაამტკიცა. სკოლაში ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების ზოგადი წესი ადგენს…
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით,…