“აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის მხარდაჭერის ახალ პროგრამას იწყებს

“აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის მხარდაჭერის ახალ პროგრამას იწყებს

სააგენტო “აწარმოე საქართველოში” ექსპორტის მხარდასაჭერად ახალ პროგრამას იწყებს. ინდივიდუალური ექსპო გრანტი ექსპორტზე ორიენტირებულ კომპანიებს დამატებით შესაძლებლობას მისცემს გაზარდონ საექსპორტო პოტენციალი და გააფართოონ კავშირები საერთაშორისო პარტნიორებთან.

ახალი პროგრამის შესახებ “აწარმოე საქართველოში” დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა სასტუმრო “პულმანში” გამართულ პრეზენტაციაზე ისაუბრა. ღონისძიებას ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, ექსპორტზე ორიენტირებული ქართული კომპანიები და საერთაშორისო/დონორი ორგანიზაციები ესწრებოდნენ.

“სააგენტო მუდმივად ზრუნავს, რომ ექსპორტიორ კომპანიებს სხვადასხვა მიმართულებით დაეხმაროს. დღესდღეობით, ექვსზე მეტი პროგრამა გვაქვს დანერგილი, გადამზადების თუ საერთაშორისო ბაზრებზე წვდომის მიმართულებით. თუმცა, ჩვენ მუდამ ვფიქრობთ განვითარებაზე და ჩვენი გუნდის ინიციატივით, ექსპორტიორ კომპანიებს ახალ პროგრამას ვთავაზობთ, რომლითაც ყველა მეწარმეს ინდივიდუალურად ვაძლევთ საშუალებას, თავად აირჩიოს საერთაშორისო გამოფენა, თუ თვლის რომ ის გამოფენები, რაც ამ ეტაპზე გვაქვს კალენდარში, მისთვის საკმარისი არ არის და სურს მეტად გააფართოოს არეალი.

კომპანიებს ვაძლევთ თავისუფლებას აირჩიონ კონკრეტული ქვეყანა და გამოფენა, სააგენტო კი 80-90%-მდე გრანტის სახით აუნაზღაურებს ხარჯებს. დავფარავთ ყველა სტრატეგიულ ბაზარს – იქნება ეს ევროკავშირის ქვეყნები, აშშ, აზიის კონტინენტი, ასევე აფრიკის ნაწილი. საერთაშორისო გამოფენა ყველაზე ეფექტური გზაა მეწარმემ იპოვოს პროდუქციის შემსყიდველი. ჩვენი სტატისტიკით, ყოველი მეორე და მესამე მონაწილეობა გამოფენაში, კომპანიას საშუალებას აძლევს გაიტანოს პროდუქცია ექსპორტზე.

ასე რომ, მოვუწოდებ ექსპორტიორ კომპანიებს, გაეცნონ ახალ პროგრამას, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და თუ ფიქრობენ კონკრეტული მიმართულებით გეოგრაფიულ გაფართოებას, ჩვენ მათ დავეხმარებით საერთაშორისო გამოფენებზე“ – განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.

პროგრამის ფარგლებში ერთი წლის განმავლობაში, ერთი კომპანიის მიერ შესაძლებელი იქნება მაქსიმუმ 5000 ერთეულის (ევრო, აშშ დოლარი, ფუნტი) ათვისება ერთდროულად ან ეტაპობრივად. სააგენტო კომპანიებს საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობისას სივრცის ქირავნობის, სტანდარტული სტენდის მშენებლობისა და რეგისტრაციის ხარჯებს აუნაზღაურებს.

კომპანიებს წლის განმავლობაში, შეუზღუდავად ექნებათ განაცხადის შევსების და დადგენილი ლიმიტის ფარგლებში, თანადაფინანსების მოპოვების შესაძლებლობა, რაც დამატებით წაახალისებს ქართული პროდუქტის სხვადასხვა საერთაშორისო ბაზრებზე წარმოჩენას და პოპულარიზაციას.

“აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებითა და თანადაფინანსებით, ყოველწლიურად ორასამდე ქართული კომპანია მონაწილეობს მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენებში საკვებისა და სასმლის, ტყავის პროდუქციის, ტანსაცმლის/საბავშვო ტანსაცმლის, სათამაშოების, შესაფუთი მასალებისა და ცხოველთა საკვების მიმართულებით. ახალი პროგრამის ფარგლებში, საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობას ასევე შეძლებენ ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სამშენებლო კომპანიები.

მსგავსი სიახლეები

ლაშა ხუციშვილი და ნათია თურნავა IMF-ის დირექტორის მოადგილეს შეხვდნენ

ლაშა ხუციშვილი და ნათია თურნავა IMF-ის დირექტორის მოადგილეს შეხვდნენ

ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ IMF-ის მმართველი დირექტორის მოადგილესთან, ბო ლისთან გამართეს შეხვედრა. მხარეთა…
ევროპის ცენტრალური ბანკი განაკვეთს მალე შეამცირებს – ლაგარდი

ევროპის ცენტრალური ბანკი განაკვეთს მალე შეამცირებს – ლაგარდი

ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის, კრისტინ ლაგარდის განცხადებით, უწყება რეფინანსირების განაკვეთს უახლოეს მომავალში შეამცირებს. მართალია, ბანკირს ზუსტი თარიღი არ დაუსახელებია, თუმცა ექსპერტები…
თბილისის ენერგომოხმარება იზრდება – “თელასი” ანგარიშს აქვეყნებს

თბილისის ენერგომოხმარება იზრდება – “თელასი” ანგარიშს აქვეყნებს

კომპანია „თელასმა“ 2024 წლის პირველი კვარტალის ოპერაციული მაჩვენებლები გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, თბილისის აბონენტების მიერ მოხმარებული ელექტროენერგია წლიურად 5.5%-ით არის გაზრდილი. ასევე…