ბათუმის პორტისა და ნავთობტერმინალის ტვირთბრუნვა 7.6 მლნ ტონამდე გაიზარდა – მიზეზები

ბათუმის პორტისა და ნავთობტერმინალის ტვირთბრუნვა 7.6 მლნ ტონამდე გაიზარდა – მიზეზები

ბათუმის პორტისა და ნავთობტერმინალის მიერ 2022 წელს გადაზიდული ტვირთების მოცულობა 7.6 მლნ ტონამდე გაიზარდა, რაც ყაზახური წარმოშობის მუქი ნავთობპროდუქტების გადაზიდვის მოცულობის ზრდასთანაა დაკავშირებული.

ბათუმის პორტისა და ნავთობტემინალის ოპერატორი კომპანია 2022 წლის საწარმო მაჩვენებლების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

მათი ცნობით, „ბათუმის ნავთობტერმინალის“ (100%-იანი წილი ეკუთვნის სს „ყაზტრანსოილს“) და შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურის“ (100%-იანი წილის მართვის ექსკლუზიური უფლება) ტვირთის გადატვირთვის მთლიანმა მოცულობამ 2022 წელს 7.6 მილიონი ტონა შეადგინა, რაც 2021 წლის იმავე მაჩვენებელს 1.3 მილიონი ტონით აღემატება.

გასულ წელს ნავთობის, ნავთობპროდუქტების და გაზის გადატვირთვის მოცულობა 2021 წელთან შედარებით 0.4 მლნ ტონით 1.9 მლნ ტონა შეადგინა.

„გადაზიდვის მოცულობის ზრდა დაკავშირებულია ყაზახური წარმოშობის მუქი ნავთობპროდუქტების გადაზიდვის მოცულობის ზრდასთან, ასევე Tengizchevroil LLP-თან თანამშრომლობის გაგრძელებასთან ნავთობისა და თხევადი ნახშირწყალბადის გაზის გადაზიდვის საკითხებთან“, – განმარტავენ კომპანიაში.

რაც შეეხება მშრალი ტვირთების გადაზიდვების გადატვირთვის მოცულობამ 1.7 მლნ ტონა შეადგინა, რაც 2021 წელთან შედარებით 0.5 მლნ ტონით მეტია, კარბამიდისა და ნედლი შაქრის გადატვირთვის ზრდის გამო.

საკონტეინერო ტერმინალმა 2022 წელს 119 ათასი TEU (სატვირთო მანქანების ტევადობის საზომი) გადატვირთა, რაც 2021 წლის მაჩვენებელთან შედარებით 20 ათასი TEU-ით მეტია.

„ზრდა განპირობებული იყო COSCO-ს საკონტეინერო ხაზის ფოთის პორტიდან ბათუმის ნავსადგურში გადამისამართებით და აშშ-დან ავტომობილების ბაზრის ზრდით“, – აღნიშნავენ კომპანიაში.

ცნობისთვის: სს „ყაზტრანსოილი“ უშუალოდ ფლობს და მართავს საწარმოო აქტივებს საქართველოში შპს „ბათუმის ნავთობტერმინალის“ (BOT) მეშვეობით. ბათუმის ნავთობტერმინალი მომსახურებას უწევს ნავთობის, ნავთობპროდუქტების და გაზის, აგრეთვე მათი გადამუშავების პროდუქტების გადაზიდვას, ამოტუმბვას, ნავთობის შენახვას საკუთარი ნავმისადგომების, ტექნოლოგიური მილსადენებისა და ტანკების გამოყენებით. ბათუმის ნავთობტერმინალის კონკურენტული უპირატესობა არის მოქნილობა სხვადასხვა კლასის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების (მათ შორის თხევადი ნავთობის გაზის) შენახვასა და გადაზიდვაში.

მსგავსი სიახლეები

მაკა ბოჭორიშვილი კალიფორნიის ვიცე-გუბერნატორს შეხვდა

მაკა ბოჭორიშვილი კალიფორნიის ვიცე-გუბერნატორს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა სან-ფრანცისკოში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გამართა კალიფორნიის გუბერნატორის მოადგილესთან, ელენი კუნალაკისთან. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო…
განათლების სამინისტრომ სკოლებში მობილური ტელეფონებისა და სხვა ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების ზოგადი წესი დაამტკიცა

განათლების სამინისტრომ სკოლებში მობილური ტელეფონებისა და სხვა ელექტრონული საკომუნიკაციო…

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ სკოლებში ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების ზოგადი წესი დაამტკიცა. სკოლაში ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების ზოგადი წესი ადგენს…
ალექსანდრე ხვთისიაშვილი ჩინეთის ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა

ალექსანდრე ხვთისიაშვილი ჩინეთის ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით,…