ბექა გონაშვილი მთავრობას „სასწრაფო წესით“ დახმარებისკენ მოუწოდებს

ბექა გონაშვილი მთავრობას „სასწრაფო წესით“ დახმარებისკენ მოუწოდებს

საქართველოს მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარე ბექა გონაშვილი ცხვრის გადასარეკი ტრასების მოწყობის პრობლემის გადაჭრის მოთხოვნით მთავრობას კიდევ ერთხელ მიმართავს.

facebook-ის პირად გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში ის პრობლემას დეტალურად აღწერს და ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს „სასწრაფო წესით“ დახმარებისკენ მოუწოდებს.

როგორც ბექა გონაშვილის პოსტიდან ირკვევა, გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანაში ცხვრის გადასარეკი ტრასების დემარკაცია ამ დრომდე ვერ მოხდა, მეცხვარეებს კერძო საკუთრებაში არსებული გზით უწევთ ფარების გადარეკვა, ტერიტორიის მფლობელები კი, პერიოდულად, სანაცვლოდ მათ ცხვრებს ან გარკვეულ თანხას სთხოვენ.

„ხვალ მეცხვარეები მივმართვთ მთავრობას და ვთხოვთ, სასწრაფო წესით მოგვარდეს ცხვრის გადასარეკი ტრასის პრობლემა. ეს რაც ხდება ამ 1 კვირის განმავლობაში რუსთავთან უბრალოდ სირცხვილია და სირცხივილი ისაა, რომ 2010 წლიდან მოყოლებული დგას პრობლემა; როცა ცხვრის ტრასის რეგისტრაცია დავიწყეთ 2010 წელს, 2011 წელს მაშინდელი ხელისუფლების მოთხოვნით ტრასამ მიმართულება შეიცვალა და როგორც კი, დღევანდელი ავტობანის ქვეშ გადავკვეთავთ გზას, უნდა ავიდეთ პირდაპირ “რუსთავის ჯვართან” და ისე გადავიდეთ იალღუჯაზე, ვინაიდან ძველი ტრასა უშლიდა დღევანდელი ავტობაზრობის მოწყობას და ასე შემდეგ ინფრასტრუქტურას… ჩვენც დავყაბულდით, მიუხედავად იმისა, რომ გზა გავირთულეთ, 200 ჰექტარმდე დასასვენებელი მოედანი დავკარგეთ და ასევე დავკარგეთ დასაწყურებელი, რომელიც იქ გზაზე გვხვდებოდა!!!

მაშინვე ვითხოვდით, რომ აი, ამ ახალ გზაზე რომ გაგვიშვით, იქნება და მიწის ნაკვეთები რაც არის, დაელაპარაკეთ ამ ხალხს და მოვუნაცვლოთ-მეთქი იმ 200 ჰექტრიდან თუნდაც და პრობლემა არ იქნებოდა! ახლა კი დადგა პრობლემა! გასავლელი 350 მეტრი ჩაგვიხერხეს და არ გვატარებენ, მეტიც ითხოვენ ცხვრებით გადახდას, იქვეა “ლურჯი” მარშუტკით ვაჭრები, რომლებსაც შესვამენ ამ ”ანაბრებულ” ცხვარს მეცხვარეებიდან და ჰყიდიან…

კერძო მიწაა, კერძო საკუთრებაა და მართალია, მაგრამ კითხვა მაქვს, ეს ხომ რეკეტია?! როცა შენ ეკონომიკურ საქმიანობას ეწევი (გატარებაში ითხოვ თანხას, ცხვარს) და ამისთვის არანაირ ფისკალურ დოკუმენტს ქვითარი, ჩარიცხვა) არ ქმნი!
თანაც სამწუხაროდ მადა ძალიან დიდი აქვთ, 2 დან 5 ცხვარმდე ფარაზე!!! 350 მეტრის გავლაში!!! უბრალოდ გავლაში!!!
შესაბამისად, ჩვენ ვაპირებთ ხვალთ მივმართოთ საქართველოს მთავრობას, მოვამზადეთ წერილიც და გვაქვს ხელმოწერებიც იმ ფერმერების, ვინც დღეს იქ ადგილზე შეეჩეხნენ ამ პრობლემას, თუმცა ყველა ის ფერმერი, ვისაც გადაახდევინეს თუ სხვა მხრივ შეეფერხება შეუქმნე,ს ყველა მზად არის უახლოეს დღეებში ჩამოვიდეს თბილისში და გავაპროტესტოთ ჩვენი უფლბების ხელყოფა.

აქვე, მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო პირადად ქვემო ქართლის გუბერნატორს, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ აგვერიდებინა თავი ამ გზის გადამკეტავებისთვის და მოიპოვა უფლება, რათა რუსთავის ავტოდრომით გვესარგებლა, საუბარია ერთი პატარა ღობის იქიდან!

მოვუწოდებ ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს სასწრაფო წესით დაგვეხმარეთ. წელს ძალიან ცუდი წელია, უბალახობაა და ჯერ მეცხვარეების ნაწილი კიდევ მთაშია, ან ახალი დაძრულია, რათა ბარის საძოვრებს მოფრთხილებოდნენ და ძირითადი მასა ახლა გამოივლის, დღეეში, დაახლოებით, 20-30 ფარა და თავისი მსხვილფეხა საქონლით… გთხოვთ, ამჯერად მაინც არ გადავდოთ მთლიანად პირუტყვის გადასარეკი ტრასის მოგვარების საკითხი და ერთხელ და სამუდამოდ გავიდეთ ბოლოში, ვიცოდეთ ვისი რა არის და იყოს ადვილად გარჩევადი დემარკაციით გამიჯნული“, – წერს ბექა გონაშვილი.

მსგავსი სიახლეები

რეფორმა გაზის სექტორში – მზადაა თუ არა ქვეყანა გაზის ბირჟის გახსნისთვის?

რეფორმა გაზის სექტორში – მზადაა თუ არა ქვეყანა გაზის…

ენერგეტიკული ბირჟის გახსნის შემდეგ, საქართველოს ანალოგიური პლატფორმის ამოქმედება გაზის სექტორშიც მოუწევს. ეს იმ ვალდებულების ნაწილია, რომელიც საქართველომ ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით…
სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას 1 225 000 ლარად ყიდის

სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას 1 225 000 ლარად ყიდის

სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას ელექტრონულ აუქციონზე 1 225 000 ლარად ყიდის. ქონების ეროვნულმა სააგენტომ სოფელ ტაბახმელაში 5 834 კვ.მ.-ის ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების…
სექტემბერში ფულადი გზავნილები 1%-ით შემცირდა

სექტემბერში ფულადი გზავნილები 1%-ით შემცირდა

2024 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 283.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 1.1%-ით (3.0 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია…