გემიდან ზღვის დაბინძურებაზე ჯარიმები იზრდება – კანონპროექტი

გემიდან ზღვის დაბინძურებაზე ჯარიმები იზრდება – კანონპროექტი

საქართველოს საზღვაო აკვატორიის დაბინძურებისთვის დაწესებული ჯარიმები იზრდება – ამას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს.

განმარტებითი ბარათის მიხედვით, საქართველოს აკვატორიაში გემებიდან წყლის დაბინძურებისთვის გათვალისწინებული ჯარიმა 65,000 ლარს შეადგენს, რეგიონის სხვა ქვეყნებში კი ჯარიმა გაცილებით უფრო მაღალია, ამიტომაც დაგეგმილია საჯარიმო სანქციების მომატება. 

“კოდექსის 582-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გემიდან, სხვა მცურავი საშუალებიდან, პლატფორმიდან, მილსადენიდან ან ზღვაში ხელოვნურად აგებული სხვა კონსტრუქციიდან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით ზღვაში მავნე, დამაბინძურებელი ნივთიერებების, საწარმოო, ტექნიკური ან სხვა სახის ნარჩენების ანდა მასალის ჩაღვრაზე (ჩაყრაზე, ჩაშვებაზე), აგრეთვე მათი ჩამარხვის წესის დარღვევით ზღვის დაბინძურებაზე, გათვალისწინებულია საჯარიმო თანხა 65 000 ლარის ოდენობით. სახელმწიფო კონტროლის განხორციელების ფარგლებში, სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გამოვლენილი შავი ზღვის დაბინძურების ფაქტების უმეტესობა ჩადენილია საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული უცხო ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავი გემების მიერ.

ამავდროულად, შავი ზღვის ქვეყნების საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზით დგინდება, რომ თურქეთში, ნავთობპროდუქტებით შავი ზღვის დაბინძურებაზე საზღვაო ხომალდების საერთო წონის შესაბამისად, საჯარიმო სანქციების ოდენობა მკვეთრად აღემატება საქართველოში განსაზღვრულ საჯარიმო თანხის ოდენობას. კერძოდ, ჯარიმის ოდენობა მერყეობს 265 700 ლარიდან 797 200 ლარამდე. ასევე მაღალია საჯარიმო სანქციები რუმინეთსა და ბულგარეთში. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, შავი ზღვის ქვეყნებთან ზღვის დაბინძურების კუთხით საჯარიმო სანქციების ჰარმონიზების მიზნით, დაგეგმილია საჯარიმო სანქციების გაზრდა,”- ნათქვამია პარლამენტში წარდგენილ გეგმაში, რომელიც საშემოდგომო სესიაზე შესატანი კანონპროექტების სიას მოიცავს. 

მსგავსი სიახლეები

რეფორმა გაზის სექტორში – მზადაა თუ არა ქვეყანა გაზის ბირჟის გახსნისთვის?

რეფორმა გაზის სექტორში – მზადაა თუ არა ქვეყანა გაზის…

ენერგეტიკული ბირჟის გახსნის შემდეგ, საქართველოს ანალოგიური პლატფორმის ამოქმედება გაზის სექტორშიც მოუწევს. ეს იმ ვალდებულების ნაწილია, რომელიც საქართველომ ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით…
სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას 1 225 000 ლარად ყიდის

სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას 1 225 000 ლარად ყიდის

სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას ელექტრონულ აუქციონზე 1 225 000 ლარად ყიდის. ქონების ეროვნულმა სააგენტომ სოფელ ტაბახმელაში 5 834 კვ.მ.-ის ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების…
სექტემბერში ფულადი გზავნილები 1%-ით შემცირდა

სექტემბერში ფულადი გზავნილები 1%-ით შემცირდა

2024 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 283.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 1.1%-ით (3.0 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია…