გრძელდება მუშაობა საბერძნეთში საქართველოს მოქალაქეთა ლეგალურად დასაქმებაზე – საელჩო

გრძელდება მუშაობა საბერძნეთში საქართველოს მოქალაქეთა ლეგალურად დასაქმებაზე – საელჩო

საბერძნეთში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, საელჩო აგრძელებს მუშაობას მიგრაციის საკითხებში საქართველო-საბერძნეთს შორის ორმხრივ ხელშეკრულებაზე და დოკუმენტი ეხება საქართველოს მოქალაქეთა საბერძნეთში ლეგალურად დასაქმებას.

“30 ნოემბერს საბერძნეთის მიგრაციის სამინისტროში, საქმეთა დროებით რწმუნებულ დეა მუმლაძესა და საბერძნეთის მიგრაციის მინისტრის სპეციალურ მრჩეველს, ნიკოლაოს კარაიტიდისს შორის გამართულ შეხვედრაზე განიხილეს საქართველოდან სეზონური სამუშაოებისთვის საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანასთან და მათთვის ბინადრობის ნებართვების გაცემის საკითხებთან დაკავშირებული მოდალობები.

ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა აგრეთვე საბერძნეთში არალეგალურად მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად ცხოვრებისთვის შესაბამისი ნებართვის გაცემის აუცილებლობას და შესაბამისად, მოითხოვა ხელშეკრულებაში ამ საკითხის გათვალისწინებაც.

შეხვედრაზე საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ხაზი გაუსვა საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისთვის ბინადრობის ნებართვების მისაღებად ვადების შემცირების საჭიროებას. მხარეები შეეხნენ მართვის მოწმობების ორმხრივი აღიარების საკითხის დაჩქარების მნიშვნელობა”, – ნათქვამია საელჩოს ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

ინფლაციის მთავარი მდგენელი საგარეო შოკია – ნათია თურნავა

ინფლაციის მთავარი მდგენელი საგარეო შოკია – ნათია თურნავა

ინფლაციის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი საგარეო შოკებია, რომლებზეც საქართველოს ეროვნული ბანკი პირდაპირ გავლენას ვერ ახდენს, თუმცა მონეტარული პოლიტიკის მთავარი ამოცანაა, მათი…
2002 წლიდან დღემდე ჩინეთიდან საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს – თორნიკე სულაბერიძე

2002 წლიდან დღემდე ჩინეთიდან საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა მილიარდ…

2002 წლიდან დღემდე ჩინეთიდან საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს…
თბილისში აზერბაიჯანის უნივერსიტეტების საგანმანათლებლო გამოფენა გაიმართება

თბილისში აზერბაიჯანის უნივერსიტეტების საგანმანათლებლო გამოფენა გაიმართება

2026 წლის 17 ნოემბერს თბილისში აზერბაიჯანის უნივერსიტეტების საგანმანათლებლო გამოფენა გაიმართება. ღონისძიება აზერბაიჯანის რესპუბლიკის მეცნიერებისა და განათლების სამინისტროსა და მეცნიერებისა და უმაღლესი…