თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ორგანიზებით,ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ფორუმი 6 ივნისს გაიხსნება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ღონისძიებაზე განხილული იქნება ჯანსაღი ქალაქის კონცეფცია, განახლებადი ენერგიის მოხმარება-განვითარება, მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარება, ეკოტრანსპორტის განვითარება და სხვა საკითხები.
„ფორუმი სახელწოდებით – „ჯანსაღი ქალაქი – მწვანე, ეკოლოგიურად სუფთა გარემო, მოქნილი და მდგრადი ურბანული განვითარება“, ჩამოყალიბდა წამყვანი იდეების გაცვლისა და ქმედითი გადაწყვეტილებების მიღების პლატფორმად, რომლის ფარგლებშიც, ქალაქი ყოველწლიურად მასპინძლობს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონის სპიკერებს, სხვადასხვა დარგის ექსპერტებს, მუნიციპალიტეტებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს. ჩვენ ყოველთვის მხარს დავუჭერთ მსგავსი ფორუმების ჩატარებას. სხვადასხვა პროექტის განხორციელების თვალსაზრისით გვეხმარება ის სიახლეები და ინიციატივები, რაც აქ ჟღერდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
2026 წლის აგვისტოს მდგომარეობით, ოქროს ფასის ცვლილების შედეგად, მონეტარული ოქროს ღირებულება წინა თვესთან შედარებით 135 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 1.149.2…
თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობას თურქული ერთობლივი კომპანია EYE განახორციელებს. თბილისი სატრანსპორტო კომპანიასა და და ტენდერში გამარჯვებულ თურქულ ერთობლივ საწარმო EYE-ს (Emre…
7 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6128 ლარი გახდა.…