რუსეთ-უკრაინის ომის გაგრძელების მიუხედავად, ევროპის მასშტაბით ბუნებრივი აირის ფასი მკვეთრად ეცემა – ერთთვიან ჭრილში ევროპული გაზის ბენჩმარკის, Dutch TTF-ის ღირებულება დამატებით 23%-ით შემცირდა და ამჟამად მეგავატი-საათი ენერგიის ღირებულება 31 ევროს შეადგენს, რაც ორწლიანი მინიმუმია. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაზის ფასი თითქმის 65%-ითაა შემცირებული.
ბუნებრივი აირი მკვეთრადაა გაიაფებული ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბითაც, სადაც წლიურ ჭრილში გაიაფების მაჩვენებელი 70%-ს აღწევს.
ანალოგიური ვითარებაა ბრიტანეთის მასშტაბითაც, სადაც ერთ წელიწადში ბუნებრივი აირის ფასი საშუალოდ 60%-ით შემცირდა.
გაზის გაიაფება რიგი ფაქტორებითაა განპირობებული, თუმცა მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ევროკავშირის მიერ გაზის ფასზე ლიმიტის დაწესებაა. დეკემბერში ევროკავშირი Dutch TTF-ზე 180-ევროიანი ჭერის დაწესებაზე შეთანხმდა. გარდა ამისა, ამოქმედდა სუბსიდირების მექანიზმი, EU-ს მასშტაბით კი სტრატეგიული რეზერვები ფაქტობრივად სრულად შეივსო.
გასათვალისწინებელია შედარებით თბილი ზამთრის ფაქტორიც, 2022 წელს სინოპტიკოსები ევროკავშირის მასშტაბით სუსხიან ამინდს პროგნოზირებდნენ, თუმცა ეს მოლოდინი არ გამართლდა, გაზზე მოთხოვნა კი დაგეგმილზე ნაკლები აღმოჩნდა.
აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ევროპული სახელმწიფოები, განსაკუთრებით კი გერმანია თხევადი გაზზე ადაპტირდნენ, LNG-ის იმპორტის ზრდა კი ბუნებრივი აირის მოხმარების შემცირებას უწყობს ხელს.
11 თვეში საქართველოდან ღვინის ექსპორტი 9.2%-ით გაიზარდა და ქვეყანამ საზღვრებს გარეთ საქონლის რეალიზებით 262.3 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით,…
ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის განცხადებით, საქართველოს მთავრობა უცხოური გავლენის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის დაპირება გასცა. დღეს გამართულ ბრიფინგზე, საქართველოში ვიზიტით მყოფმა…
2024 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან უცხოეთში 130 მილიონი დოლარის ტანსაცმლის ექსპორტი განხორციელდა, ამის შესახებ ადგილობრივი ექსპორტის სტატისტიკიდან ირკვევა, რაც რეექსპორტის გარეშე ქვეყანაში…