„ერთად უნდა გავიჭირვოთ“ – წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია დაიწყება

„ერთად უნდა გავიჭირვოთ“ – წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია დაიწყება

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია აღდგომის შემდეგ დაიწყება, – ამის შესახებ მან დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებისას ისაუბრა.

მან აღნიშნა, რომ ეს მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტია, რომელსაც დისკომფორტი ახლავს გადაადგილების თვალსაზრისით, თუმცა ამ პერიოდის განმავლობაში ყველამ ერთად უნდა გაიჭირვოს, რათა ათწლეულების განმავლობაში დაზიანებული კომუნიკაციები სრულად შეიცვალოს.

„აღდგომის დღესასწაულების შემდეგ დაიწყება წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია, განახლება. წერეთლის გამზირზე სხვა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მსგავსად სრული რეაბილიტაცია განხორციელდება. კერძოდ, შეიცვლება და განახლდება მიწისქვეშა კომუნიკაციები, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია, შეიცვლება წყალარინების, წყალმომარაგებისა და გაზმომარაგების ქსელები, მოეწყობა სანიაღვრე ქსელი. თვალითაც შესამჩნევია, რომ კონკრეტული ადგილებია სადაც გზა ჩავარდნილია, რადგან დაზიანებულია მიწისქვეშა კომუნიკაციები და ხდება გზის გამორეცხვა. ძალიან კარგად გვესმის, რამდენად დიდი პრობლემაა აღნიშნული გამზირის გადაკეტვა, რომელიც დედაქალაქში გადაადგილების თვალსაზრისით ძალიან დიდ დისკომფორტს გამოიწვევს, თუმცა ალბათ ყველა ვთანხმდებით, რომ შეუძლებელია ამ მასშტაბის და ტიპის სამუშაოების წარმოება თუ არ მოხდება აღნიშნული გამზირის დროებით გადაკეტვა, იმისთვის რომ მიწისქვემოთ არსებული მდგომარეობა და კომუნიკაციები, რომელიც ათეული წლებია არ შეცვლილა, რეაბილიტაცია ჩავუტაროთ.

შეიძლება ადამიანთა ნაწილი ფიქრობს, რომ ამის საჭიროება არ არის და მხოლოდ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა უნდა მოხდეს, ჩვენ ამაზეც ვფიქრობდით, რომ მხოლოდ საგზაო ინფრასტრუქტურა მოგვეწესრიგებინა, თუმცა ეს იქნება წყალში გადაყრილი თანხებით, რომ თუ ჩვენ დღეს არ შევცვლით მიწისქვეშა კომუნიკაციას, ხვალ ახალდაგებულ გზებზე იგივე პრობლემები გვექნება – გზების ჩავარდნა, ამორტიზირებული, გადაადგილება პრობლემა და ეს დიდ უკმაყოფილებას გამოიწვევს და რთული იქნება საზოგადოებისთვის ახსნა, რომ გუშინ შენ სარემონტო სამუშაოები აწარმოე და მიწისქვეშა კომუნიკაცია არ გამოგვიცვლია. ამიტომ ერთად უნდა გავიჭირვოთ და უნდა გავაკეთოთ, რაც აუცილებელია და გასაკეთებელია. შეიცვალოს აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა ის კომუნიკაცია, რომელიც დღეს პრობლემას წარმოადგენს და გარკვეული დისკომფორტია, მთლიანად ახალი კომუნიკაციით ჩანაცვლდეს“, – განაცხადა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები

რეფორმა გაზის სექტორში – მზადაა თუ არა ქვეყანა გაზის ბირჟის გახსნისთვის?

რეფორმა გაზის სექტორში – მზადაა თუ არა ქვეყანა გაზის…

ენერგეტიკული ბირჟის გახსნის შემდეგ, საქართველოს ანალოგიური პლატფორმის ამოქმედება გაზის სექტორშიც მოუწევს. ეს იმ ვალდებულების ნაწილია, რომელიც საქართველომ ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით…
სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას 1 225 000 ლარად ყიდის

სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას 1 225 000 ლარად ყიდის

სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას ელექტრონულ აუქციონზე 1 225 000 ლარად ყიდის. ქონების ეროვნულმა სააგენტომ სოფელ ტაბახმელაში 5 834 კვ.მ.-ის ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების…
სექტემბერში ფულადი გზავნილები 1%-ით შემცირდა

სექტემბერში ფულადი გზავნილები 1%-ით შემცირდა

2024 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 283.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 1.1%-ით (3.0 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია…