ეროვნულმა ბანკმა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-მდე გაზარდა

ეროვნულმა ბანკმა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-მდე გაზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკი 2023 წელს ქვეყანაში 5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს – ამის შესახებ სებ-ის მიერ დღეს გამოქვეყნებული გადაწყვეტილებიდან ხდება ცნობილი. აქამდე სებ-ი 4%-იან ზრდას პროგნოზირებდა. დღესვე სებ-მა რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. 

ამასთან, სებ-ი მოელის რომ საშუალოვადიან პერიოდში ქვეყანაში ინფლაცია 3%-იან ნიშნულთან ახლოს დასტაბილურდება. 

“მიმდინარე წელს, საქართველოს ეროვნული ბანკის პროგნოზით, ეკონომიკური ზრდა პოტენციურ დონესთან ახლოს, 5 პროცენტის ფარგლებში, იქნება. შესაბამისად, ფასებზე ერთობლივი მოთხოვნიდან მომდინარე ზეწოლა ნაკლებად მოსალოდნელია. ამას, მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შედეგად, წინა წელთან შედარებით დაკრედიტების შენელებული ტემპი და ფისკალური კონსოლიდაცია უწყობს ხელს. სხვა თანაბარ პირობებში, მოსალოდნელია, რომ წლიური ინფლაციის მაჩვენებელი შემცირებას განაგრძობს, მოკლევადიან პერიოდში მიზნობრივი დონის ქვემოთ იქნება და საშუალოვადიან პერიოდში 3 პროცენტიანი მაჩვენებლის ირგვლივ დასტაბილურდება. მაღალი ინფლაციის ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, მოკლე ვადით მიზნობრივ დონეზე მეტად შემცირებული ინფლაცია გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინების დამატებით ნორმალიზებას შეუწყობს ხელს. ეს უკანასკნელი კი, თავის მხრივ, ფასების სტაბილურობის წინაპირობაა.

შესაბამისად, ინფლაციური ტენდენციებისა და პროგნოზის გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლა დაიწყო. თუმცა, აქვე აღსანიშნავია, რომ, პოზიტიური ტენდენციების მიუხედავად, გაურკვევლობა კვლავ მაღალია. ამ ეტაპზე, ხელფასი-ფასის სპირალის განვითარების ცალსახა ნიშნები არ შეიმჩნევა, თუმცა პროდუქციის ერთეულზე პერსონალის ხარჯი გაზრდილია, რაც შრომის ბაზრის მხრიდან ინფლაციურ ზეწოლას კვლავ საყურადღებო ფაქტორად ტოვებს. ამავდროულად, ერთ-ერთ მთავარ რისკად რჩება გეოპოლიტიკური მდგომარეობაც. აქედან გამომდინარე, მაღალი გაურკვევლობის პირობებში, მოსალოდნელია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირებას მხოლოდ ნელი ტემპით განაგრძობს,”- ნათქვამია სებ-ის გადაწყვეტილებაში.

მსგავსი სიახლეები

სეს: რეგიონებში კარდაკარის პრინციპით პატრონიანი ძაღლების უფასო ჩიპირება და ვაქცინაცია დაიწყო

სეს: რეგიონებში კარდაკარის პრინციპით პატრონიანი ძაღლების უფასო ჩიპირება და…

რეგიონებში კარდაკარის პრინციპით პატრონიანი ძაღლების უფასო ჩიპირება და ვაქცინაცია დაიწყო, – ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, სურსათის ეროვნული სააგენტოს…
ქართული ღვინო ბერლინში საერთაშორისო კონკურსის ფარგლებში წარადგინეს

ქართული ღვინო ბერლინში საერთაშორისო კონკურსის ფარგლებში წარადგინეს

ბერლინში „Berliner Wine Trophy“-ის ფარგლებში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა. როგორც ღვინის ეროვნული სააგენტო იტყობინება, კონკურსის ფარგლებში ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია კონკურსზე მოწვეული ღვინის ჟურნალისტების,…
“ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ მეცხვარეობის განვითარებას” – სონღულაშვილი

“ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ მეცხვარეობის განვითარებას” – სონღულაშვილი

“ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ მეცხვარეობის განვითარებას და ფერმერებს გაფართოების შესაძლებლობა მივცეთ”, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით…