“ეს მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის” – ლევან მეხუზლა ქართული ღვინის დაბალ ფასზე

“ეს მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის” – ლევან მეხუზლა ქართული ღვინის დაბალ ფასზე

დღეს გამართულ აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლამ სააგენტოს 2022 წლის შემაჯამებელი ანგარიში წარადგინა, რომლის თანახმადაც, გასულ წელს ქართული ღვინის საექსპორტო ფასი 1 ლიტრზე, საშუალოდ, $2.6-ია.

დეპუტატების კითხვაზე – რა შეიძლება გაკეთდეს ქართული ღვინის მაღალ საფასო კატეგორიაში მოსახვედრად, სააგენტოს თავმჯდომარე განმარტავს, რომ ღვინოზე ფასის კლება გლობალური ტენდენციაა.

“ეს მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის. ღვინის გაიაფების ტენდენცია პოსტკოვიდურ პერიოდში დაიწყო და რამდენიმე წელი, 2023 წლამდე ასე იყო, მათ შორის ქართულ ღვინოზეც. შესაბამისად, ეს უფრო ობიექტური გარემოებებითაა გამოწვეული, ვიდრე სუბიექტური და ეს ევროპული ღვინოების შემთხვევაშიც ასეა. თუ ჩვენ ძველ წლებს შევადარებთ, ღვინის საშუალო ფასი უფრო მეტი იყო, თუმცა ამ ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით, ღვინის ფასით 2022 წელს TOP-შვიდეულში შევდივართ”, – ამბობს ლევან მეხუზლა და დასძინა, რომ 2023 წელს ამ მხრივ შედარებით უკეთესი მდგომარეობაა და ღვინის საშუალო ფასი იზრდება.

ამ საკითხს ასევე გამოეხმაურა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძეც, რომლის თქმითაც, ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და, შესაბამისად, ფასის გასაზრდელად, მარკეტინგული ღონისძიებები ყოველწლიურად ტარდება.

“იმისთვის, რომ ფასი გაიზარდოს, წლის განმავლობაში ჩვენი ჩართულობით მარკეტინგული ღონისძიებები ტარდება, რაც ქართული ღვინის პოპულარიზაციასა და ცნობადობის ამაღლებას ემსახურება. ეს კეთდება არა მხოლოდ იმისთვის, რომ ექსპორტი გაიზარდოს, არამედ იმისთვისაც, რომ ღვინის ფასზე მოახდინოს გავლენა. მარკეტინგულ ღონისძიებებში გათვალისწინებულია, რომ ქართული ღვინო უფრო მიმზიდველი და ცნობადი იყოს უცხოელი მომხმარებლებისთვის, რაც ფასის ზრდასაც იწვევს”, – ამბობს იური ნოზაძე.

საქსტატის ინფორმაციით, 2022 წელს საქართველომ რეკორდული, 252,5 მლნ დოლარის ღირებულების ღვინის რეალიზება შეძლო და სხვადასხვა ბაზარზე 106.7 ათასი ტონა ღვინო გაყიდა.

მსგავსი სიახლეები

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

14 ივლისის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.635 ლარი გახდა.…
Starbucks-ის და Alshaya Group-ის შემოსვლა საქართველოში ნდობის გამოცხადებაა იმ საინვესტიციო და ბიზნესგარემოს მიმართ, რომელსაც მთავრობა უზრუნველყოფს –  ირაკლი ნადარეიშვილი

Starbucks-ის და Alshaya Group-ის შემოსვლა საქართველოში ნდობის გამოცხადებაა იმ…

Starbucks-ის და Alshaya Group-ის შემოსვლა საქართველოში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნდობის გამოცხადებაა ჩვენი ქვეყნის, ქართული ეკონომიკის მიმართ – იმ ეკონომიკური განვითარების და…
თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ არქიტექტურის სამსახურის მიერ ე.წ. რიყის დოქების დემონტაჟზე ნებართვა გაცემულია

თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ არქიტექტურის სამსახურის მიერ ე.წ. რიყის…

თბილისის მერია რიყის ტერიტორიაზე ე.წ. რიყის დოქების დემონტაჟთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. მერიაში აცხადებენ, რომ შპს „რიყე დომ“-ის საკუთრების მიწის ნაკვეთზე არსებული…