თაფლის ექსპორტი 57%-ით შემცირდა, იმპორტი – 82%-ით – საიდან ვყიდულობთ/ვყიდით პროდუქციას?

თაფლის ექსპორტი 57%-ით შემცირდა, იმპორტი – 82%-ით – საიდან ვყიდულობთ/ვყიდით პროდუქციას?

გასულ წელს ქვეყნის ფარგლებს გარეთ 762 ათასი დოლარის ღირებულების 110 ტონა თაფლი გაიყიდა. ოფიციალურ სტატისტიკაში ასახული რიცხვები ცხადყოფს, რომ პროდუქციის საექსპორტო მოცულობა ერთწლიან ჭრილში 57%-ით შემცირდა, ხოლო ღირებულებითი თვალსაზრისით კლება 35%-ია.

საქსტატის მონაცემების მიხედვით ირკვევა, რომ გასულ წელს თაფლის ექსპორტის შემცირების გარდა საერთაშორისო ბაზარზე პროდუქციის ღირებულება გაზრდილია.

2023 წელს საქართველოდან ექსპორტზე თაფლი 15 მიმართულებით გავიდა, მთავარი საექსპორტო ბაზარი კი საფრანგეთია, რომელზეც გასულ წელს ექსპორტირებული პროდუქციის 37.2% მოდის.

TOP 5 საექსპორტო ქვეყანა კი ასეთია:

1. საფრანგეთი – 235.08 ათასი დოლარი; 41.40 ტონა;
2. ჩეხეთი – 126.13 ათასი დოლარი; 6.02 ტონა;
3. არაბეთის გაერთიანებული საამიროები – 87.73 ათასი დოლარი; 9.51 ტონა;
4. ბულგარეთი – 69.93 ათასი დოლარი; 21.93 ტონა;
5. ერაყი – 59.62 ათასი დოლარი; 13.25 ტონა;

კლება შეინიშნება იმპორტის მხრივაც. 2023 წელს ქვეყანამ 36.61 ათასი დოლარის ღირებულების 5.74 ტონა თაფლი შეიძინა. 2023 წლის შედეგებთან შედარებით გასული წლის იმპორტი რაოდენობრივი თვალსაზრისით 82%-ით, ხოლო ღირებულებით 56.2%-ით ნაკლები მაჩვენებელია.

გასულ წელს თაფლი სულ 6 ქვეყნიდან შევიძინეთ, მთავარი საიმპორტო ქვეყანა კი ამ შემთხვევაშიც საფრანგეთია, საიდანაც საქართველოში იმპორტირებული თაფლის 22.3%-ი მოდის.

ექვსივე საიმპორტო ბაზრის წილი კი ასე გამოიყურება:

1. საფრანგეთი – 13.06 ათასი დოლარი; 1.28 ტონა
2. უკრაინა – 8.53 ათასი დოლარი; 2.91 ტონა;
3. იტალია – 7.31 ათასი დოლარი; 0.63 ტონა;
4. ახალი ზელანდია – 2.70 ათასი დოლარი; 0.02 ტონა;
5. ესპანეთი – 2.67 ათასი დოლარი; 0.60 ტონა;
6. გერმანია – 2.32 ათასი დოლარი; 0.30 ტონა;

მსგავსი სიახლეები

რეფორმა გაზის სექტორში – მზადაა თუ არა ქვეყანა გაზის ბირჟის გახსნისთვის?

რეფორმა გაზის სექტორში – მზადაა თუ არა ქვეყანა გაზის…

ენერგეტიკული ბირჟის გახსნის შემდეგ, საქართველოს ანალოგიური პლატფორმის ამოქმედება გაზის სექტორშიც მოუწევს. ეს იმ ვალდებულების ნაწილია, რომელიც საქართველომ ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით…
სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას 1 225 000 ლარად ყიდის

სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას 1 225 000 ლარად ყიდის

სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას ელექტრონულ აუქციონზე 1 225 000 ლარად ყიდის. ქონების ეროვნულმა სააგენტომ სოფელ ტაბახმელაში 5 834 კვ.მ.-ის ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების…
სექტემბერში ფულადი გზავნილები 1%-ით შემცირდა

სექტემბერში ფულადი გზავნილები 1%-ით შემცირდა

2024 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 283.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 1.1%-ით (3.0 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია…