გასულ წელს ქვეყნის ფარგლებს გარეთ 762 ათასი დოლარის ღირებულების 110 ტონა თაფლი გაიყიდა. ოფიციალურ სტატისტიკაში ასახული რიცხვები ცხადყოფს, რომ პროდუქციის საექსპორტო მოცულობა ერთწლიან ჭრილში 57%-ით შემცირდა, ხოლო ღირებულებითი თვალსაზრისით კლება 35%-ია.
საქსტატის მონაცემების მიხედვით ირკვევა, რომ გასულ წელს თაფლის ექსპორტის შემცირების გარდა საერთაშორისო ბაზარზე პროდუქციის ღირებულება გაზრდილია.
2023 წელს საქართველოდან ექსპორტზე თაფლი 15 მიმართულებით გავიდა, მთავარი საექსპორტო ბაზარი კი საფრანგეთია, რომელზეც გასულ წელს ექსპორტირებული პროდუქციის 37.2% მოდის.
TOP 5 საექსპორტო ქვეყანა კი ასეთია:
1. საფრანგეთი – 235.08 ათასი დოლარი; 41.40 ტონა; 2. ჩეხეთი – 126.13 ათასი დოლარი; 6.02 ტონა; 3. არაბეთის გაერთიანებული საამიროები – 87.73 ათასი დოლარი; 9.51 ტონა; 4. ბულგარეთი – 69.93 ათასი დოლარი; 21.93 ტონა; 5. ერაყი – 59.62 ათასი დოლარი; 13.25 ტონა;
კლება შეინიშნება იმპორტის მხრივაც. 2023 წელს ქვეყანამ 36.61 ათასი დოლარის ღირებულების 5.74 ტონა თაფლი შეიძინა. 2023 წლის შედეგებთან შედარებით გასული წლის იმპორტი რაოდენობრივი თვალსაზრისით 82%-ით, ხოლო ღირებულებით 56.2%-ით ნაკლები მაჩვენებელია.
გასულ წელს თაფლი სულ 6 ქვეყნიდან შევიძინეთ, მთავარი საიმპორტო ქვეყანა კი ამ შემთხვევაშიც საფრანგეთია, საიდანაც საქართველოში იმპორტირებული თაფლის 22.3%-ი მოდის.
ექვსივე საიმპორტო ბაზრის წილი კი ასე გამოიყურება:
1. საფრანგეთი – 13.06 ათასი დოლარი; 1.28 ტონა 2. უკრაინა – 8.53 ათასი დოლარი; 2.91 ტონა; 3. იტალია – 7.31 ათასი დოლარი; 0.63 ტონა; 4. ახალი ზელანდია – 2.70 ათასი დოლარი; 0.02 ტონა; 5. ესპანეთი – 2.67 ათასი დოლარი; 0.60 ტონა; 6. გერმანია – 2.32 ათასი დოლარი; 0.30 ტონა;
ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში საუბრობს აკადემიის საქმიანობასა და მის მნიშვნელოვან როლზე თანამედროვე…
ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართეს. შეხვედრის შესახებ ინფორმაციას…
2024 წელს საქართველოს ეკონომიკა 9.5%-ით გაიზარდა. ამასთან, წლის ბოლოს ეკონომიკური ზრდის ტემპი 6.7-%-მდე შენელდა, თუმცა ეს მაინც მაღალი მაჩვენებელია და კოვიდპანდემიამდე პერიოდის ისტორიულ ზრდის ტემპებს აღემატება. რაც…