თბილისის ბიუჯეტი 200 მილიონი ლარით იზრდება და რეკორდულ ₾2 მილიარდს მიაღწევს

თბილისის ბიუჯეტი 200 მილიონი ლარით იზრდება და რეკორდულ ₾2 მილიარდს მიაღწევს

2024 წელს თბილისის ბიუჯეტი 200 მილიონი ლარით გაიზრდება და რეკორდულ 1.96 მილიარდ ლარს მიაღწევს – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

საქმე ისაა, რომ 2023 წლის 15 დეკემბერს თბილისის საკრებულომ დაამტკიცა თბილისის ბიუჯეტი 1.76 მილიარდი ლარის ოდენობით, თუმცა როგორც დღეს კახა კალაძემ განაცხადა, გასულ წელს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი გადაჭარბებით შესრულდა, რის გამოც წელს ბიუჯეტს 100 მილიონი ლარი გადმოჰყვა, ასევე 100 მილიონი ლარი არის გადმოსული სხვადასხვა პროექტის ათვისების ბიუჯეტიდან, რომელთა შესრულებაც წელსაც გაგრძელდება. შესაბამისად, ბიუჯეტის მოცულობა 200 მილიონი ლარით იზრდება.

„2023 წელი საკმაოდ წარმატებით დაიხურა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბიუჯეტის შესრულება 95%-მდეა. რაც შეეხება საშემოსავლო ნაწილს, მისი შესრულება, დაახლოებით, 100 მლნ ლარით არის გადაჭარბებული. გარდა ამისა, გარკვეული თანხები წინა წელს დაწყებული სამუშაოებიდან გადმოგვყვა, რომელიც დამატებით შემოსავლებთან ერთად, მთლიანად აისახება მიმდინარე წლის ბიუჯეტში. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, 2024 წლის ბიუჯეტი, რომელიც 1 763 000 000 ლარის ოდენობით დამტკიცდა, გახდება 1 963 000 000 ლარი, რაც საშუალებას მოგვცემს, ქალაქისთვის უფრო მეტი მნიშვნელოვანი და წარმატებული პროექტი განვახორციელოთ. პირობას გაძლევთ, რომ 2024 წელი კიდევ უფრო შთამბეჭდავი იქნება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შესაბამისი ცვლილებები დედაქალაქის ბიუჯეტში თებერვალში აისახება და მასზე საკრებულო იმსჯელებს.

დღესვე დედაქალაქის მერმა დააანონსა ახალი პროექტი, რომელსაც მერია აფინანსებს. საუბარია პროექტზე, რომლითაც ბაგები საბურთალოს ხიდის, შემდეგ კი, გვირაბის საშუალებით უნდა დაუკავშირდეს.

თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი ამბობს, რომ ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება. მშენებლობა კი, დაწყებიდან 6 თვის ვადაში უნდა დასრულდეს.

მსგავსი სიახლეები

ლენტეხის მუნიციპალიტეტში 22-მეგავატიანი “ცხენისწყალი 1 ჰესის” მშენებლობა წელს დაიწყება

ლენტეხის მუნიციპალიტეტში 22-მეგავატიანი “ცხენისწყალი 1 ჰესის” მშენებლობა წელს დაიწყება

ლენტეხის მუნიციპალიტეტში, მდინარე ცხენისწყალზე 22 მგვტ დადგმული სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის – “ცხენისწყალი 1 ჰესის” მშენებლობა მიმდინარე წელს დაიწყება. როგორც პროექტის განმახორციელებელი კომპანიის –…
რა უნდა იყოს დეველოპერულ სექტორში პროექტების დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრუქტურა – TBC Capital-ის პუბლიკაცია

რა უნდა იყოს დეველოპერულ სექტორში პროექტების დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო…

თიბისი კაპიტალმა გაცვლითი კურსის ბიზნეს-ეკონომიკის სერიიდან პირველი პუბლიკაცია გამოაქვეყნა, რომელიც ძირითადად საცხოვრებელი უძრავი ქონების სექტორში პროექტების დაფინანსების ოპტიმალური სტრუქტურის გაანგარიშებას ეხება. სხვადასხვა ქვეყნის…
საქართველოში ჩინური ავტომობილების იმპორტი გაორმაგდა

საქართველოში ჩინური ავტომობილების იმპორტი გაორმაგდა

2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოში ჩინეთიდან ავტომობილების იმპორტი გაორმაგდა – აღნიშნულ პერიოდში საქართველოში სულ $22 მილიონი დოლარის ღირებულების ავტომობილების იმპორტი განხორციელდა,…