თბილისში $3 მლრდ-ის ღირებულების ბინები გაიყიდა – Galt & Taggart-ის მიმოხილვა

თბილისში $3 მლრდ-ის ღირებულების ბინები გაიყიდა – Galt & Taggart-ის მიმოხილვა

2023 წელს თბილისში 2.9 მლრდ დოლარის ღირებულების 39,949 ბინა გაიყიდა. ტრანზაქციების 7.0%-იანი წლიური კლების მიუხედავად, გაყიდული ბინების ღირებულება დაახლოებით 9.9%-ით გაიზარდა, რაც პირველად ბაზარზე ბინების ფასების ზრდითაა განპირობებული. ამის შესახებ Galt & Taggart-ის მიერ გამოქვეყნებული თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების 2023 წლის შეჯამებაშია აღნიშნული.

მიმოხილვის ავტორები განმარტავენ, რომ გასულ წელს ბინების გაყიდვები 2021 წლის მაჩვენებელს 7.7%-ით აჭარბებს. ამასთან სექტორის მიმოხილვაში ისიცაა აღნიშნული, რომ 2023 წელს მეორად ბაზარზე ბინების გაყიდვების შემცირება მიგრანტების რაოდენობის შემცირებითაა განპირობებული.

„2023 წელს ტრანზაქციების კლება მთლიანად განპირობებული იყო მეორადი ბაზრის 13.5%-იანი წლიური შემცირებით, რადგან პირველად ბაზარზე გაყიდვების პოზიტიური დინამიკა შენარჩუნდა და წლიური 1.6%-იანი ზრდა დაფიქსირდა. მეორად ბაზარზე მოთხოვნის შემცირება ძირითადად მიგრანტების ეფექტის შესუსტებას და ქირის დასტაბილურებას ასახავს, რომლებმაც უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშეს 2022 წელს მეორად ბაზარზე გაზრდილ ტრანზაქციებში. ამავდროულად, 2023 წელს თბილისში გაიზარდა მშენებარე პროექტების რიცხვი, რამაც მდგრადი მოთხოვნის პირობებში პირველად ბაზარზე ტრანზაქციების ზრდის ტენდენცია განაპირობა“, – ნათქვამია მიმოხილვაში.

Galt & Taggart-მა თბილისის საცოხვრებელი ბინების სექტორი 2024 წლის იანვარში თბილისის 13 სისტემური დეველოპერის გამოკითხვის საფუძველზე მიმოიხილა, რაც 68 მიმდინარე სამშენებლო პროექტს მოიცავდა. საინვესტიციო ბანკში აღნიშნავენ, რომ მიღებული შედეგების მიხედვით, 2023 წელს ბინების გაყიდვები დეველოპერების მიერ წლიურად 4.2%-ით გაიზარდა, რაც თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე მდგრად მოთხოვნას უსვამს ხაზს.

„2023 წლის მე-4 კვარტალში გაყიდვებმა წინა სამი კვარტლის გაყიდვების საშუალო მაჩვენებელს 21.9%-ით გადააჭარბა. ასევე აღსანიშნავია, რომ 2023 წელს დასრულებული პროექტებიდან თითქმის ყველა ბინა უკვე გაყიდულია, ხოლო პროექტებში რომელებიც 2026-28 წლებში სრულდება მთლიანი ბინების თითქმის ნახევარია გაყიდული“, – აღნიშნულია გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

კომპანიების გამოკითხვის შედეგად ასევე გაირკვა, რომ 2023 წელს ბინების ფასების ზრდის დინამიკა შენარჩუნდა.

„პირველად ბაზარზე ბინის ფასის წლიური ზრდის ტემპი მეორად ბაზარზე ფასის ზრდას (+21.3% და +10.0% წ/წ, შესაბამისად) ორჯერ აღემატებოდა. აღსანიშნავია, რომ 2022 წლის დასაწყისიდან დღემდე ფასები კიდევ უფრო მკვეთრად არის გაზრდილი. კერძოდ, პირველადი ბაზრის ფასები 45.2%-ით გაიზარდა, რაც ასევე მეორად ბაზარზე დაფიქსირებულ ზრდას (+30.7% ახალი და +17.5% ძველი ბინებისთვის) აღემატება“, – განმარტავენ Galt & Taggart-ში.

მსგავსი სიახლეები

მეფუტკრეობის სექტორში სამუშაო პლატფორმა შეიქმნება – სამინისტრო

მეფუტკრეობის სექტორში სამუშაო პლატფორმა შეიქმნება – სამინისტრო

მეფუტკრეობის სექტორში არსებული პრიორიტეტული საკითხების განხილვისა და გადაწყვეტილებების მიღებისთვის სამუშაო პლატფორმა ჩამოყალიბდება. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ…
ირაკლი კობახიძე ილჰამ ალიევს ტელეფონით ესაუბრა

ირაკლი კობახიძე ილჰამ ალიევს ტელეფონით ესაუბრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს ტელეფონით ესაუბრა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით,…
კალაძე “ქართუს” და ბრიტანელ კონსულტანტებს თბილისის ზღვასთან ატრაქციონების პარკის პროექტზე შეხვდა

კალაძე “ქართუს” და ბრიტანელ კონსულტანტებს თბილისის ზღვასთან ატრაქციონების პარკის…

დედაქალაქში ახალი გასართობ-სარეკრეაციო სივრცის მოწყობასთან დაკავშირებით, თბილისის მერმა კახა კალაძემ ფონდ „ქართუ ფონდის“ და ბრიტანული საკონსულტაციო კომპანიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა…