2024 წლის იანვარში საქართველოს სავალუტო რეზერვები 156 მილიონი დოლარით, 4.85 მილიარდ დოლარამდე შემცირდა – ამის შესახებ სებ-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა.
სებ-ის სტატისტიკით, სავალუტო რეზერვები 112 მილიონი დოლარით შემცირდა 2023 წლის დეკემბერშიც, შესაბამისად, ბოლო ორ თვეში კლება 268 მილიონი დოლარია.
საქართველოს სავალუტო რეზერვების შემცირება, შესაძლოა, განპირობებული ყოფილიყო საგარეო ვალების მომსახურებით, რომლის დაფარვაც აღნიშნული ანგარიშიდან ხორციელდება.
კიდევ ერთი ფაქტორი, რამაც რეზერვების შემცირებაზე მოახდინა გავლენა კომერციული ბანკებისთვის უცხოურ ვალუტაში ერთ წლამდე ვადით მოზიდული თანხების მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების შემცირებით იყო განპირობებული.
2023 წლის ბოლოს ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებს უცხოურ ვალუტაში მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები 25%-დან 20%-მდე შეუმცირა, შესაბამისად, ბანკებს დამატებითი ფინანსური რესურსები გამოუთავისუფლა, ამ გადაწყვეტილების მიღებამდე აღნიშნული სახსრები სწორედ ეროვნულ ბანკში ინახებოდა და ის სავალუტო რეზერვების ერთ-ერთ შემადგენელ კომპონენტს წარმოადგენდა.
“ეკონომიკის ბევრ სექტორში არის რესურსი, რომ მოხდეს ნარჩენების ხელმეორედ გამოყენება და მივიღოთ ნარჩენებისგან წარმოებული პროდუქცია, რომელიც თავისთავად ახალ, დამატებით სამუშაო ადგილებს…
2024 წლის წინასწარი მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებულია 1 მლრდ 680 მლნ აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, რაც 17%-ით აღემატება 2023 წლის ანალოგიურ…
საბა ხელაშვილი, ადვოკატი ეკონომიკური დანაშაულების შესავალი ეკონომიკური დანაშაული 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გამოწვევაა. ეს ფენომენი მოიცავს უკანონო და დახვეწილ ქმედებათა…