ირაკლი კობახიძე ქვეყანაში ჰესების აშენებასთან დაკავშირებულ პრობლემებს NGO-ებს აბრალებს

ირაკლი კობახიძე ქვეყანაში ჰესების აშენებასთან დაკავშირებულ პრობლემებს NGO-ებს აბრალებს

ირაკლი კობახიძე ქვეყანაში ჰესების აშენებასთან დაკავშირებულ პრობლემებს NGO-ებს აბრალებს. როგორც მან საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა, კონკრეტული დონორი ორგანიზაციები ცდილობენ NGO-ების მეშვეობით, საქართველოში სტრატეგიული ეკონომიკური პროექტები დაბლოკონ.

“ავიღოთ იგივე ჰესების თემა, ჩვენ გვაქვს ინტერესი, რომ ჩვენს სტრატეგიულ მიზანს მივაღწიოთ, რომ 2030 წლისთვის წარმოებამ მოხმარებას გადააჭარბოს. დარწმუნებული ვარ კონკრეტული მიმართულებით გაგრძელდება NGO-ების აქტივობა და იქნება გარედან დაფინანსებული, ყველანაირად ეცდებიან რომ ჩვენ ამ სტრატეგიულ მიზანს ვერ მივაღწიოთ – ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას.

როცა ამ სფეროში დაფინანსება გამჭვირვალე გახდება უკვე ამ ყალბი ნარატივით ვერ შეიფუთება მათი ანტისახელმწიფოებრივი მიზნები.

როცა წარმოვაჩენთ, რომ კონკრეტული დონორი ორგანიზაციები ხელოვნურად ცდილობენ NGO-ების მეშვეობით ამ ქვეყანაში სტრატეგიული ეკონომიკური პროექტების დაბლოკვას და სტრატეგიული მიზნის შესრულებისთვის დაბრკოლების შექმნას, აქ უკვე მათ ძალიან გაუჭირდებათ ასეთი პროექტების დაფინანსება”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები

11 თვეში 70 ქვეყანაში 90 მლნ ლიტრზე მეტი ქართული ღვინო გავიდა – მთავარი საექსპორტო ბაზარი რუსეთია

11 თვეში 70 ქვეყანაში 90 მლნ ლიტრზე მეტი ქართული…

11 თვეში საქართველოდან ღვინის ექსპორტი 9.2%-ით გაიზარდა და ქვეყანამ საზღვრებს გარეთ საქონლის რეალიზებით 262.3 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით,…
უცხოური გავლენის კანონში ცვლილებების იდენტიფიცირებისთვის სამუშაო ჯგუფი შეიქმნება – ალან ბერსე

უცხოური გავლენის კანონში ცვლილებების იდენტიფიცირებისთვის სამუშაო ჯგუფი შეიქმნება –…

ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის განცხადებით, საქართველოს მთავრობა უცხოური გავლენის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის დაპირება გასცა. დღეს გამართულ ბრიფინგზე, საქართველოში ვიზიტით მყოფმა…
წელს, საქართველოში შეკერილი ტანსაცმლის ექსპორტმა $130 მლნ შეადგინა

წელს, საქართველოში შეკერილი ტანსაცმლის ექსპორტმა $130 მლნ შეადგინა

2024 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან უცხოეთში 130 მილიონი დოლარის ტანსაცმლის ექსპორტი განხორციელდა, ამის შესახებ ადგილობრივი ექსპორტის სტატისტიკიდან ირკვევა, რაც რეექსპორტის გარეშე ქვეყანაში…