კახეთში ყურძნის მოსავლის ძირითადი ნაწილი უკვე დაბინავებულია, – ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებლის ძირითადი ნაწილი, 200 ათასი ტონა ყურძენი უკვე გადამუშავებულია. 29 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთის რეგიონში, ღვინის საწარმოებს ყურძენი 17 000-ზე მეტმა მევენახემ ჩააბარა, მათი შემოსავალი 200 მილიონ ლარს აღწევს.
გადამუშავებული ყურძნიდან 114 ათას ტონამდე რქაწითელია, 74,5 ათას ტონამდე საფერავი, 5 ათას ტონამდე კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
ყველაზე დიდი რაოდენობით ყურძენი გადამუშვებულია ყვარლის მუნიციპალიტეტში – 53,2 ათასი ტონა, შემდეგია: გურჯაანი – 51,3 ათასი ტონა, თელავი – 39 ათასი ტონა, სიღნაღი – 22 ათასი ტონა, ლაგოდეხი – 11,7 ათასი ტონა, ახმეტა – 8,3 ათასი ტონა, დედოფლისწყარო – 7,1 ათასი ტონა და საგარეჯო 6,4 ათასი ტონა.
დღეის მდგომარეობით, ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში 250-მდე საწარმო იყო ჩართული.
გასული წლების ანალოგიურად, რთველის ორგანიზებულად ჩატარებას, ჩასაბარებელი ყურძნის აღრიცხვიანობისა და მიკვლევადობის უზრუნველყოფის სამუშაოებს კოორდინაციას რთველის შტაბი უწევს.
ინფორმაციისთვის, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2022 წლის რთველის მხარდასაჭერად, სუბსიდირების პროგრამა ხორციელდება, რომლის მიზანია სრულად დაბინავდეს ყურძნის მოსავალი. სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც რთველის განმავლობაში შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს და 1 კილოგრამ ყურძენში მევენახეს გადაუხდის არანაკლებ 90 თეთრს.ღვინის კომპანიებზე სუბსიდია გაიცემა 1 კგ რქაწითელისა და კახური მწვანისთვის – 0,35 ლარი.
11 თვეში საქართველოდან ღვინის ექსპორტი 9.2%-ით გაიზარდა და ქვეყანამ საზღვრებს გარეთ საქონლის რეალიზებით 262.3 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით,…
ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის განცხადებით, საქართველოს მთავრობა უცხოური გავლენის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის დაპირება გასცა. დღეს გამართულ ბრიფინგზე, საქართველოში ვიზიტით მყოფმა…
2024 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან უცხოეთში 130 მილიონი დოლარის ტანსაცმლის ექსპორტი განხორციელდა, ამის შესახებ ადგილობრივი ექსპორტის სტატისტიკიდან ირკვევა, რაც რეექსპორტის გარეშე ქვეყანაში…