კომპანია Indorama “რუსთავის აზოტის” შეძენასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

კომპანია Indorama “რუსთავის აზოტის” შეძენასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სააქციო საზოგადოება „რუსთავის აზოტი“, რომელიც კავკასიის რეგიონში მინერალური სასუქებისა და ინდუსტრიული ქიმიკატების ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ საწარმოს წარმოადგენს, გაიყიდა. “რუსთავის აზოტის” 100%-იანი წილის მესაკუთრე კომპანია სს “ე უ ინვესთმენთსმა“ “აზოტი” სინაპურში ბაზირებულ კორპორაცია Indorama-ს ქართულ შვილობილს მიჰყიდა.

დღეს კომპანია Indorama-მ გარიგებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც კონგლომერატი საქართველოში ქიმიური მრეწველობის განვითარებისთვის ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს.

“მოხარული ვართ განვაცხადოთ, რომ კომპანია Excelus Holdings LLC, რომელიც ინდორამა კორპორაციის შვილობილია, გახდა, რუსთავის აზოტის 100%-იანი წილის მესაკუთრე.

“რუსთავის აზოტი” კავკასიაში ინდუსტრიული ქიმიკატებისა და სასუქების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია.
ინდორამას სახელით, ჩვენ მივესალმებით “რუსთავის აზოტის” გუნდს ჩვენს ოჯახში.

ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ინდორამას მიერ სასუქების წარმოების სექტორში დასახული მიზნების განხორციელებისკენ. ჩვენ ვგეგმავთ ჩავდოთ დამატებითი კაპიტალი მომდევნო წლების განმავლობაში, რათა “რუსთავის აზოტის” ქარხნის მოდერნიზება მოვახდინოთ და გავზარდოთ მისი წარმოება,”- ნათქვამია განცხადებაში.

„ინდორამა“ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კონგლომერატია, რომელიც აერთიანებს მინერალური სასუქების, ინდუსტრიული ქიმიკატებისა და სხვადასხვა ქიმიური პროდუქტის მწარმოებელ საწარმოებს. კორპორაცია ფლობს 160-ზე მეტ საწარმოს მსოფლიოს 38 ქვეყანაში, მათ შორის ევროპის, აზიის, აფრიკის, ჩრდილოეთ და ლათინური ამერიკის კონტინენტებზე და დასაქმებული ჰყავს 45 000 ათასზე მეტი ადამიანი.

კორპორაციის ძირითად საქმიანობას აზოტისა და ფოსფატის სასუქების; პლასტმასის; ტექსტილის; ბამბის; სპანდექსისა და პოლიესტერის წარმოება წარმოადგენს.

Indorama-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ინდოელი მილიარდერი შრი პრაკაშ ლოჰიაა, რომლის ქონებაც Forbes-ის მიერ 7.8 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. ასევე მილიარდერთა სიაშია მისი ძმა ალოკ ლოჰიაც, რომლის ქონებასაც Forbes-ი 2.4 მილიარდ დოლარად აფასებს.

თავად Indorama-ს წლიური შემოსავლები 14 მილიარდ დოლარს აჭარბებს.

რაც შეეხება “რუსთავის აზოტს”, ამჟამად საჯაროა კომპანიის 2020 წლის ფინანსური ანგარიში, რომლის მიხედვითაც კომპანიის შემოსავალი 344 მილიონი ლარი იყო.

მსგავსი სიახლეები

რეფორმა გაზის სექტორში – მზადაა თუ არა ქვეყანა გაზის ბირჟის გახსნისთვის?

რეფორმა გაზის სექტორში – მზადაა თუ არა ქვეყანა გაზის…

ენერგეტიკული ბირჟის გახსნის შემდეგ, საქართველოს ანალოგიური პლატფორმის ამოქმედება გაზის სექტორშიც მოუწევს. ეს იმ ვალდებულების ნაწილია, რომელიც საქართველომ ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით…
სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას 1 225 000 ლარად ყიდის

სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას 1 225 000 ლარად ყიდის

სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას ელექტრონულ აუქციონზე 1 225 000 ლარად ყიდის. ქონების ეროვნულმა სააგენტომ სოფელ ტაბახმელაში 5 834 კვ.მ.-ის ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების…
სექტემბერში ფულადი გზავნილები 1%-ით შემცირდა

სექტემბერში ფულადი გზავნილები 1%-ით შემცირდა

2024 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 283.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 1.1%-ით (3.0 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია…