კომუნიკაციების კომისია თავმჯდომარის ასარჩევად ემზადება. კომუნიკაციების სექტორის მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის არჩევნების დანიშვნის შესახებ საკითხზე კომისია 20 იანვარს იმსჯელებს.
მოქმედ თავმჯდომარეს კახა ბექაურს უფლებამოსილების ვადა 3 თებერვალს ეწურება. ბექაური ამ პოსტს 2017 წლიდან იკავებს და ამ პერიოდში კომისიის წევრებმა ის 2-ჯერ აირჩიეს თავმჯდომარედ.
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარეს ირჩევს კომისია საკუთარი შემადგენლობიდან, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, 3 წლის ვადით. არჩევნები ფარული კენჭისყრით ტარდება. თუ 2016 წლის დებულებით შეუძლებელი იყო ერთი და იგივე პირის თავმჯდომარედ ორჯერ არჩევა, 2019 წელს მიღებული ცვლილებით ეს შეზღუდვა აღარ მოქმედებს.
აღსანიშნია, რომ კომუნიკაციების კომისია ექვსი წლის ვადით არჩეული ხუთი წევრისგან შედგება. კომისიის წევრები არიან: ვახტანგ აბაშიძე , ნათია კუკულაძე – კომისიის წევრი, ეკატერინე იმედაძე, ივანე მახარაძე და კახი ბექაური, რომელიც კომისიის თავმჯდომარეა. პარლამენტმა კახა ბექაური კომუნიკაციების კომისიის წევრად მეორე ვადით 2019 წლის დეკემბერში აირჩია. ბექაურის კომისიის წევრად დანიშვნის დადგენილება 2020 წლის 25 იანვრიდან ამოქმედდა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები გაერთიანდება. ამის შესახებ დღეს გამოქვეყნებულ კანონპროექტში წერია, რომელსაც ხელს მიხეილ ყაველაშვილი აწერს. “საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროსა…
თბილისში „ტრამპთაუერ თბილისის“ ოფიციალური საერთაშორისო წარდგენის საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ „ტრამპის ორგანიზაციის“ აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ლორენს ჯეი გლიკი, „გენსლერ“ სტუდიის…
“𝗧𝗿𝘂𝗺𝗽 𝗧𝗼𝘄𝗲𝗿 𝗧𝗯𝗶𝗹𝗶𝘀𝗶-ის საინვესტიციო ღირებულება $2 მილიარდია”, – ამის შესახებ კომპანია “არქის” დამფუძნებელმა ილია წულაიამ 𝗧𝗿𝘂𝗺𝗽 𝗧𝗼𝘄𝗲𝗿 𝗧𝗯𝗶𝗹𝗶𝘀𝗶-ის ოფიციალურ პრეზენტაციაზე განაცხადა.…