2025 წლის მარტის მდგომარეობით საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 76.8 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 4.3 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ამ ზრდის მიუხედავად, 2024 წლის მარტთან შედარებით საქართველოს სავალუტო რეზერვები 466 მილიონი დოლარით, ანუ 10%-ით არის შემცირებული.
საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. ეროვნული ბანკის გრძელვადიანი პოლიტიკა ყოველთვის მიმართულია საერთაშორისო რეზერვების დაგროვებასა და სარეზერვო აქტივების ეფექტურ მართვაზე.
2025 წლის მარტის მდგომარეობით ოქროს წილი მთლიან საერთაშორისო სავალუტო რეზერვებში 16.6% (714.9 მლნ აშშ დოლარი) შეადგენს. ოქროს ფასის ზრდის გამო, მარტის მონაცემებით წინა თვესთან შედარებით, რეზერვების მოცულობა 64.4 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და მან 714.8 მილიონი დოლარი შეადგინა.
სებ-ის ინფორმაციით, სავალუტო რეზერვებში ოქროს შესყიდვის მომენტიდან მონეტარული ოქროს ღირებულებაა დაახლოებით 195 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.
რამდენიმე დღის წინ ბანკ “პეისერა საქართველოს” გენერალურმა დირექტორმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ სავალუტო ბაზრის მონაწილეები ხედავენ, რომ სებ-მა ვალუტის შესყიდვები გააქტიურა.
პროგრამის “დანერგე მომავალი” ბაღების კომპონენტის ფარგლებში განაცხადების მიღება მიმდინარეობს და 2026 წლის 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს. ბაღის…
8 იანვრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6982 ლარი გახდა.…
2025 წლის მეორე ნახევრიდან სამიზნე 3%-იან მაჩვენებელთან შედარებით მაღალი ინფლაცია სურსათით არის გამოწვეული, რაც, თავის მხრივ, დიდწილად, საბაზო ეფექტსა და ეგზოგენურ…