საქსტატმა 2024 წლის მარტის თვის ინფლაციის ანგარიში გამოაქვეყნა. მისი მიხედვით, მარტში საქართველოში ფასების საერთო დონე წინა წელთან შედარებით 0.5%-ით გაიზარდა. საქსტატის ინფორმაციით, ყველაზე მსხვილ სამომხმარებლო ჯგუფში – სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებში ფასები ზრდის ნაცვლად 3.4%-ით არის შემცირებული, რაც მთელი რიგი დასახელების პროდუქტების გაიაფებით არის განპირობებული.
სანაცვლოდ კი გაზრდილია ფასები ტრანსპორტის ჯგუფში, რაც წინა წელთან შედარებით საწვავის გაძვირებულ ფასს უკავშირდება. ასევე გაზრდილია ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ღირებულებაც.
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები შემცირდა 3.4 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე -1.17 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების კლება დაფიქსირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (-19.4 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (-15.3 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (-8.9 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (-3.9 პროცენტი). ამასთან, ფასები გაზრდილია ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (25.7 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (5.1 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (2.8 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (2.1 პროცენტი) და თევზეული (1.3 პროცენტი).
ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 8.1 პროცენტით, რაც 0.98 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (11.0 პროცენტი), სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (5.8 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (1.9 პროცენტი).
სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები გაზრდილია 10.2 პროცენტით, რაც წლიურ ინდექსზე 0.54 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების მატება დაფიქსირდა ქვეჯგუფებზე: საფინანსო მომსახურება (26.6 პროცენტი), პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (10.6 პროცენტი), დაზღვევა (3.9 პროცენტი) და პირადი ჰიგიენა (3.2 პროცენტი);
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.5 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.31 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა როგორც ალკოჰოლურ სასმელებზე (5.7 პროცენტი), ისე თამბაქოს ნაწარმზე (3.1 პროცენტი);
11 თვეში საქართველოდან ღვინის ექსპორტი 9.2%-ით გაიზარდა და ქვეყანამ საზღვრებს გარეთ საქონლის რეალიზებით 262.3 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით,…
ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის განცხადებით, საქართველოს მთავრობა უცხოური გავლენის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის დაპირება გასცა. დღეს გამართულ ბრიფინგზე, საქართველოში ვიზიტით მყოფმა…
2024 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან უცხოეთში 130 მილიონი დოლარის ტანსაცმლის ექსპორტი განხორციელდა, ამის შესახებ ადგილობრივი ექსპორტის სტატისტიკიდან ირკვევა, რაც რეექსპორტის გარეშე ქვეყანაში…