ენერგეტიკული ბირჟის გახსნამდე ხუთი დღე დარჩა, თუმცა სექტორის წარმომადგენლებს აქვთ ვარაუდი, რომ შესაძლოა, ეს მისი სრულად ამოქმედება კიდევ ერთხელ გადავადდეს.
ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა Bm.ge-ის კითხვის პასუხად დღეს განაცხადა, რომ ამ ეტაპზე სამზადისის პროცესში არიან და თუ მთავრობა განსხვავებულ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, ბირჟა პირველი ივლისიდან გაიხსნება.
“ეს არის ძალიან კომპლექსური საკითხი, რაზეც როგორც პარტნიორებთან, ისე საზოგადოებასთანაც ძალიან ხშირად გვქონია საუბარი. დღესაც გვქონდა პროცედურულ საკითხებში ცვლილებები მთავრობაზე გატანილი, ეს ბირჟის წესებში ვაჭრობის კონკრეტულ ელემენტებს ეხებოდა, რომელიც დაკავშირებული იყო იმპორტულ ელექტროენერგიასთან იმ შემთხვევაში, თუ საქართველო იმპორტს ახორციელებს”, – ამბობს ეკონომიკის მინისტრი.
დავითაშვილი აღნიშნავს იმასაც, რომ მაქსიმალურად ცდილობენ, შესაძლო რისკები თავიდან აირიდონ, ამიტომ ყველა უწყებასთან ერთად აქტიურად მუშაობენ.
“ვცდილობთ, რომ ავიცილოთ ყველა რისკი და გაუთვალისწინებელი ფაქტორები უარყოფითად არ მოქმედებდეს როგორც მომხმარებლებზე, ისე გენერაციაზე, აქედან გამომდინარე ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში სხვადასხვა უწყებასთან ერთად ვმუშაობთ იმისთვის, რომ ამოქმედება იყოს მაქსიმალურად უმტკივნეულო და უპრობლემო”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
7 თვეში ღვინის ხარისხის კონტროლის ფარგლებში 200-მდე კომპანია და ობიექტი შემოწმდა. ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ინსპექტირება საქართველოში წარმოებული ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის…
7 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6210 ლარი გახდა.…
პეკინის გამზირის N37-ის მიმდებარედ კომპანია „ჯორჯიან უეთერ ენდ ფაუერის“ მიერ წყალმომარაგების ქსელზე დაგეგმილი გადაუდებელი სამუშაოების გამო, 8 აგვისტოს 00:30 საათიდან 22:00…