[ნავთობისა და გაზის კორპორაციაში] არასამუშაო დროს, შვებულების/მივლინების პერიოდში დასაბუთების გარეშე ჩასხმულია 30,332 ლიტრი საწვავი – აუდიტი

[ნავთობისა და გაზის კორპორაციაში] არასამუშაო დროს, შვებულების/მივლინების პერიოდში დასაბუთების გარეშე ჩასხმულია 30,332 ლიტრი საწვავი – აუდიტი

“[ნავთობისა და გაზის კორპორაციაში] არასამუშაო დროს, შვებულების ან მივლინების პერიოდში სათანადო დასაბუთების გარეშე ჩასხმულია 30,332 ლიტრი საწვავი”, – ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახური „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ 2022-2023 წლებში განხორციელებული საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის აუდიტში წერს.

დოკუმენტის თანახმად, კორპორაცია დადგენილებით განსაზღვრულ ნორმებთან მიმართებით ფლობს 19 ერთეულით მეტი რაოდენობის ავტომონქანას. ამასთან, ავტოსატრანსპორტო საშუალებები განპიროვნებულია ისეთ თანამდებობის პირებზე, რომლებსაც კანონმდებლობით არ ეკუთვნით.

ასევე კორპორაციის ავტომანქანათა კლასიფიკაციის წესი არ შეესაბამება მთავრობის დადგენილებით განსაზღრულ ავტოსატრანსპორტო საშუალებების კლასიფიკაციის პრინციპებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის 2014 წლის თებერვლის N121 დადგენილების მიზანი ავტოპარკის ოპტიმიზაციის და შედეგად სახსრების რაციონალურად ხარჯვის შესახებ, არ არის მიღწეული.

საწვავის ლიმიტების განსაზღვრის ნაკლოვანებები:
არ არის დადგენილი ავტომობილებზე საწვავის ლიმიტების განსაზღვრის ერთიანი წესი. შესაბამისად, არ ხდება საწვავის ხარჯების გაანალიზება და ლიმიტის საჭიროების მიხედვით კორექტირება, რაც წარმოშობს საწვავის არასამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენების შესაძლებლობას.

ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მართვის ხარვეზები:
საწვავის ხარჯვის პროცესში არსებული კონტროლის მექანიზმები სრულადვერ უზრუნველყოფდა საწვავის მიზნობრივი ხარჯვის ეფექტიან კონტროლს. შესაბამისად, არასამუშაო დროს, შვებულების ან მივლინების პერიოდში სათანადო დასაბუთების გარეშე ჩასხმულია 30,332 ლიტრი საწვავი.

რეკომენდაცია N1. ფინანსური სახსრების რაციონალური ხარჯვის მიზნით, კორპორაციამ შეიმუშაოს საწვავის ლიმიტის გაანგარიშების წესი, რაც, თავის მხრივ, დაფუძნებული იქნება თვის განმავლობაში ავტომობილის მიერ სამსახურებრივი დანიშნულებისთვის გასავლელ საშუალო მანძილსა და ავტომობილის წვის ნორმაზე.

რეკომენდაცია N2. საწვავის ხარჯების დასაბუთებულად გაწევის მიზნით, მიზანშეწონილია კორპორაციამ ავტოსატრანსპორტო უზრუნველყოფის ორგანიზების წესში გაწეროს განპიროვნებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე თანამშრომელთა შვებულების ან საზღვარგარეთ მივლინების შემთხვევაში ავტომანქანების გამოყენების საკითხი.

 

ცნობისთვის: „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის” ხელმძღვანელი 2022 წლის ივნისიდან, 2025 წლის ივლისამდე გიორგი ჩიქოვანი იყო. გიორგი ჩიქოვანმა თანამდებობა “პირადი განცხადების საფუძველზე” დატოვა და ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურ დირექტორად ეკატერინე სისაური დაინიშნა.

ნავთობისა და გაზის კორპორაცია დივერსიფიცირებული კომპანიაა ენერგეტიკის სხვადასხვა სეგმენტში. კორპორაცია საქართველოს მაგისტრალური გაზსადენების სისტემის მფლობელია, რომლის ფუნქციაც არის ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული ტრანსსასაზღვრო ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების სისტემების შეუფერხებელი ფუნქციონირება.

მსგავსი სიახლეები

ერთ კვირაში საწვავი კიდევ 2-დან 20 თეთრამდე გაძვირდა – რა ღირს ქსელებში ბენზინი/დიზელი?

ერთ კვირაში საწვავი კიდევ 2-დან 20 თეთრამდე გაძვირდა –…

მსოფლიოში ნავთობის ფასების ზრდის ფონზე, საქართველოში საწვავი კიდევ გაძვირდა. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ბენზინის ფასი კიდევ 2-10 თეთრით, დიზელის კი 7-20…