ვაშინგტონში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ და ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საერთაშორისო ინვესტორებთან შეხვედრა გამართეს.
სებ-ის ინფორმაციით, შეხვედრაში აშშ-ის, ევროპისა და აზიის 20-ზე მეტი გლობალური საინვესტიციო ჯგუფის წარმომადგენელი მონაწილეობდა. შეხვედრა მიზნად ისახავდა საერთაშორისო ინვესტორებთან კომუნიკაციის გაღრმავებას და საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის წარმოჩენას.
“ქართულმა მხარემ ინვესტორებს საქართველოს მაკროეკონომიკური გარემო, სტაბილური და მართვადი ინფლაციური პროცესები, ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა, აგრეთვე ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობები გააცნეს.
დისკუსიისას აღინიშნა, რომ გლობალური გაურკვევლობისა და გეოპოლიტიკური გამოწვევების მიუხედავად, საქართველო ინარჩუნებს მაკროეკონომიკურ სტაბილურობას და ეკონომიკური ზრდის პოზიტიურ ტენდენციას, რაც ინვესტორებისთვის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს.
ყურადღება გამახვილდა საინვესტიციო შესაძლებლობებზე სხვადასხვა სექტორში, მათ შორის უძრავი ქონების, ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT), ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის, აგრეთვე საფინანსო სექტორის მიმართულებით, რომლის მიმართაც ინტერესი განსაკუთრებით გაზრდილია.
ნათია თურნავას განცხადებით, შეხვედრისას ინვესტორებმა საქართველოს მიმართ მზარდ ინტერესს გაუსვეს ხაზი.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილეები ეკატერინე გუნცაძე და გიორგი კაკაურიძე”, – წერია სებ-ის პრესრელიზში.
„საქართველოსა და თურქმენეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობა, განსაკუთრებულ როლს შეასრულებს ორ რეგიონს შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების შემდგომი გააქტიურების მიმართულებით“, – განაცხადა ფინანსთა…
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი თურქეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, მუსტაფა თურქერ არის შეხვდა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით,…
პარლამენტმა კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა დადგენილების პროექტს „საქართველოს ეროვნული ბანკის 2025 წლის საქმიანობის ანგარიშის თაობაზე“. დოკუმენტი საკანონმდებლო ორგანოში ეროვნული ბანკის…