საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ეკონომიკური საბჭოს ფარგლებში, სხვადასხვა დარგობრივი მიმართულებებით სამუშაო შეხვედრები გაიმართა.
მთავრობის მეთაურმა აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და კონკრეტული უწყებების ხელმძღვანელებთან ერთად, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მიმართულებით გადასადგმელი ნაბიჯები და ღონისძიებები განიხილა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ქვეყანას აქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და ტურიზმის აღდგენის თითქმის 70%-იანი მაჩვენებელი 2019 წლის შემდგომ, თუმცა საჭიროა კიდევ უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, რათა აღნიშნული შედეგები თითოეული მოქალაქისთვის ხელშესახები გახდეს.
ყურადღება დაეთმო ბაზარზე საწვავის ფასებს. პრემიერ-მინისტრს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემ ბაზრის შესწავლის შუალედური ანგარიში და სააგენტოს რეკომენდაციები წარუდგინა, აღნიშნულისთაობაზეკონკურენციისსააგენტომპრემიერისინიციატივითიმუშავა.
ამასთან, საუბარი შეეხო მიმდინარე ენერგეტიკულ პროექტებს, მათ შორის დიდი, საშუალო და მცირე ჰესების მშენებლობის მნიშვნელობას ქვეყნის ენერგო უსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის განვითარების მიმართულებით. აღინიშნა, რომ მთავრობის ეკონომიკური გუნდი ამ საკითხზე აქტიურად მუშაობს. მათ შორის ყურადღება გამახვილდა მზის, ქარის, ჰიდროელექტრო სადგურების და თბოელექტროსადგურების პროექტებზე.
აგრეთვე, საუბარი შეეხო ტურიზმის მზარდ დინამიკასა და სამომავლო პერსპექტივებს, ყურადღება დაეთმო კურორტების განვითარების გეგმას.
შეხვედრები მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა და მას აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად კონკრეტული უწყებების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
11 თვეში საქართველოდან ღვინის ექსპორტი 9.2%-ით გაიზარდა და ქვეყანამ საზღვრებს გარეთ საქონლის რეალიზებით 262.3 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით,…
ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის განცხადებით, საქართველოს მთავრობა უცხოური გავლენის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის დაპირება გასცა. დღეს გამართულ ბრიფინგზე, საქართველოში ვიზიტით მყოფმა…
2024 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან უცხოეთში 130 მილიონი დოლარის ტანსაცმლის ექსპორტი განხორციელდა, ამის შესახებ ადგილობრივი ექსპორტის სტატისტიკიდან ირკვევა, რაც რეექსპორტის გარეშე ქვეყანაში…