რამდენი მილიონის ჯარიმა გამოწერეს თბილისში პარკირების წესების დარღვევისთვის? – სტატისტიკა 2021-2023

რამდენი მილიონის ჯარიმა გამოწერეს თბილისში პარკირების წესების დარღვევისთვის? – სტატისტიკა 2021-2023

მიმდინარე წლის ოთხ თვეში პარკირების წესების დარღვევისთვის 10 923 500 ლარია გამოწერილი, – ინფორმაცია ამის შესახებ bm.ge-სთვის თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

მოწოდებული სტატისტიკის თანახმად, პარკირების წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმები თანხობრივად წლების განმავლობაში შეადგენდა:

2021 წელს – 6 164 730 ლარს;
2022 წელს – 12 840 530 ლარს;
2023 წელს (1 მაისამდე) – 10 923 500 ლარს.

რაც შეეხება გამოწერილი ჯარიმების ოდენობას, პარკირების წესების დარღვევისათვის გამოწერილია შემდეგი რაოდენობის ჯარიმები:

2021 წელს – 572 379;
2022 წელს – 773 918;
2023 წელს (1 მაისამდე) – 214 716.

ამ ფონზე აღსანიშნავია, რომ თავად პარკირების ადგილების რაოდენობა შემცირდა. კერძოდ, ამჟამად, დედაქალაქში არის 9 418 ზონალურ-საათობრივი საპარკინგე ადგილი და 18 249 სტანდარტული საპარკინგე ადგილი;

2021 წლის ბოლოს, სულ საპარკინგე ადგილების რაოდენობა იყო – 29 474, მათ შორის ზონალურ-საათობრივი საპარკინგე ადგილების რაოდენობა იყო – 5 868, ხოლო სტანდარტული საპარკინგე ადგილების რაოდენობა – 23 606;

2022 წლის ბოლოს, სულ საპარკინგე ადგილების რაოდენობა იყო – 28 553, მათ შორის ზონალურ-საათობრივი საპარკინგე ადგილების რაოდენობა იყო – 9 468, ხოლო სტანდარტული საპარკინგე ადგილების რაოდენობა – 19 085.

შეგახსენებთ, 2022 წლის სექტემბრიდან ამკრძალავი ნიშნის მოთხოვნის დაუცველობასა და პარკირების წესის დარღვევაზე ჯარიმა 10-დან 50 ლარამდე გაიზარდა. 

არასწორის პარკირების გარდა, სანქციები გაიზარდა დგომა-გაჩერების სხვა შემთხვევებზეც, კერძოდ: ავტომობილის ველოსიპედის ბილიკზე მოძრაობა, დგომა ან გაჩერება; ტაქსის პარკირების ადგილზე გაჩერება; სატრანსპორტო საშუალების გზაზე მიტოვება; ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალების დამუხტვის ადგილზე პარკირება და შშმ პირებისთვის განკუთვნილ გაჩერების ადგილზე პარკირება, იწვევს დაჯარიმებას არსებული 50 ლარის ნაცვლად 100 ლარით.

მსუბუქი მანქანისათვის გამოყოფილ პარკინგზე ტრაილერის, ავტობუსისა და სხვა შეუსაბამო ტიპის სატრანსპორტო საშუალების პარკირება ასევე იწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილ ტროტუარზე პარკირებული ავტომობილი კი, დაუყოვნებლივ ექვემდებარება ევაკუაციას.

მსგავსი სიახლეები

რეფორმა გაზის სექტორში – მზადაა თუ არა ქვეყანა გაზის ბირჟის გახსნისთვის?

რეფორმა გაზის სექტორში – მზადაა თუ არა ქვეყანა გაზის…

ენერგეტიკული ბირჟის გახსნის შემდეგ, საქართველოს ანალოგიური პლატფორმის ამოქმედება გაზის სექტორშიც მოუწევს. ეს იმ ვალდებულების ნაწილია, რომელიც საქართველომ ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით…
სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას 1 225 000 ლარად ყიდის

სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას 1 225 000 ლარად ყიდის

სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას ელექტრონულ აუქციონზე 1 225 000 ლარად ყიდის. ქონების ეროვნულმა სააგენტომ სოფელ ტაბახმელაში 5 834 კვ.მ.-ის ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების…
სექტემბერში ფულადი გზავნილები 1%-ით შემცირდა

სექტემბერში ფულადი გზავნილები 1%-ით შემცირდა

2024 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 283.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 1.1%-ით (3.0 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია…