რა ეტაპზეა ქვეშეთი-კობის გზის პროექტი, სადაც ქვეყანაში ყველაზე მაღალი – 48-47 მეტრიანი ხიდი შენდება?

რა ეტაპზეა ქვეშეთი-კობის გზის პროექტი, სადაც ქვეყანაში ყველაზე მაღალი – 48-47 მეტრიანი ხიდი შენდება?

ქვეშეთი-კობის 23 კმ-იანი მაგისტრალური გზის მშენებლობა აქტიურად გრძელდება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე შენდება განათების სისტემით უზრუნველყოფილი 23 კმ-იანი 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, რომელიც მოიცავს 5 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობას და 1 ხიდის რეაბილიტაციას. პროექტი ითვალისწინებს გუდაურამდე მისასვლელი 5 კმ-იანი ახალი გზის მშენებლობასაც.

უკვე დასრულებულია სოფელი წკერეს სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ სიგრძისა და 15 მ დიამეტრის მთავარი გვირაბის და მისი პარალელური 9 კმ სიგრძისა და 6 მ დიამეტრის საევაკუაციო გვირაბის გაჭრა. ამჟამად მიმდინარეობს გვირაბებში საინჟინრო კომუნიკაციების, შეტყობინების, უსაფრთხოებისა და სხვა სისტემების მოწყობის სამუშაოები. ასევე, დასრულებულია 1500 მ-ის და 500 მ-ის სიგრძის ორი გვირაბის გაჭრისა და მოსახვის სამუშაოები. ინტენსიურად მიმდინარეობს დანარჩენი 2 გვირაბის გაჭრისა და ხუთივე ხიდის მშენებლობის სამუშაოები. პროექტის ყველაზე გრძელ – 435 მეტრიან ხიდზე მალის ნაშენის მოწყობა, დანარჩენებზე – ბურჯებისა და ხიმინჯების მშენებლობა გრძელდება.

„კარგი პროგრესია მისასვლელი გზის მშენებლობის კუთხით, სადაც შენდება ტექნოლოგიურად უნიკალური დაბალანსებული კონსოლური ხიდი, რომლის მსგავსიც საქართველოში პირველად შენდება. ეს იქნება ყველაზე მაღალი ხიდი, რომელიც ბურჯების სიმაღლე 48 და 47 მეტრია. აქამდე ყველაზე მაღალი 42 მეტრის სიმაღლის ბურჯები ხაშურის შემოვლით გზაზე გვქონდა“, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ ქვეშეთი-კობის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროცესის გაცნობის შემდეგ განაცხადა.

მინისტრის თქმით, მიუხედავად კარგი პროგრესისა, აუცილებელია სამუშაოების კიდევ უფრო გააქტიურება.

„გაჭრილია 1500 მეტრიანი გვირაბი, დასრულებულია მოსახვის სამუშაოები და იწყება საინჟინრო სისტემების მონტაჟი. დანარჩენ გვირაბებზე და ხიდებზე ინტენსიურად მიმდინარეობს მიწის და საგზაო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოები, დაწყებულია სამუშაოები გუდაურთან მისასვლელი ახალი 5 კმ-იანი გზის მშენებლობის მიმართულებითაც. ბუნებრივია, არის სხვადასხვა სახის გამოწვევები, მაგრამ მიუხედავად ამისა, დღევანდელი პროგრესი აუცილებლად საჭიროებს გაძლიერებას, მობილიზაციის და შესრულებული სამუშაოს მოცულობის გაზრდას, რაზეც ზედამხედველებთან ერთად, აქტიურად ვმუშაობთ კონტრაქტორ კომპანიასთან“, – აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

საგზაო უსაფრთხოების ყველა საჭირო სტანდარტით უზრუნველყოფილი ახალი გზა შეამცირებს გადაადგილების დროს. თუ ამჟამად ქვეშეთიდან კობამდე მგზავრობას 1 საათი სჭირდება, ზვავსაშიშროების გამო კი, ხშირად მოძრაობა იკრძალება კიდეც, პროექტის დასრულების შემდეგ, მონაკვეთის გავლას მხოლოდ 15 წუთი დასჭირდება.

პროექტი საქართველო მთავრობის, აზიის განვითარების ბანკის (ADB) და გვირაბის მშენებლობის ნაწილში – ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) თანადაფინანსებით ხორციელდება. პროექტის საერთო ღირებულება 1.2 მილიარდი ლარია.

ქვეშეთი-კობის 23 კმ-იანი გზის მშენებლობა, ეტაპობრივად, 2024-2025 წლებში დასრულდება.

მსგავსი სიახლეები

2025 წელს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის და ღორის სულადობა შემცირდა, ქათმის გაიზარდა – საქსტატი

2025 წელს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის და ღორის სულადობა შემცირდა,…

საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობამ 760.6 ათასი სული შეადგინა, რაც წლიურად 6%-იანი კლებაა. აქედან ფურისა და ფურკამეჩის…
თბილისის მერიამ მედიკამენტების დაფინანსების პროგრამის ფარგლებში 220 338 მოთხოვნა დააფინანსა

თბილისის მერიამ მედიკამენტების დაფინანსების პროგრამის ფარგლებში 220 338 მოთხოვნა…

თბილისის მერიამ 500-ლარიანი მედიკამენტების დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, დღემდე 220 338 მოთხოვნა დააფინანსა. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე…
ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

16 თებერვლის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6799 ლარი გახდა.…