რომელი სექტორები ასაქმებენ საქართველოში ყველაზე მეტ ადამიანს – რეიტინგი

რომელი სექტორები ასაქმებენ საქართველოში ყველაზე მეტ ადამიანს – რეიტინგი

საქსტატმა ბიზნეს სექტორის გამოკვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გასული წლის ბოლოსთვის ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 782 ათასი იყო, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 41 ათასით, ანუ 5.6%-ით მეტია. სექტორების მიხედვით, ყველაზე მეტი – 218 ათასი ადამიანი ვაჭრობის სფეროში საქმიანობს. 94 ათასი დასაქმებულით მეორე პოზიციაზეა დამმუშავებელი მრეწველობა, მესამეზე კი ჯანდაცვა 74 ათასი დასაქმებულით. ყველაზე მეტად 12 ათასით დასაქმებულთა რაოდენობა ვაჭრობის სექტორში გაიზარდა, თითქმის 5 ათასით მოიმატა დასაქმებულთა რიცხვმა ინფორმაციისა და კომუნიკაციის სფეროში, ხოლო ხელოვნებისა და გართობის სექტორში ზრდა 4 ათასია.

2023 წლის მეოთხე კვარტალის მდგომარეობით კერძო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა დარგების მიხედვით:

  1. საბითუმო და საცალო ვაჭრობა – 218,053 დასაქმებული, ზრდა 12,404 ადამიანი;
  2. დამმუშავებელი მრეწველობა – 93,674 დასაქმებული, ზრდა 292 ადამიანი;
  3. ჯანდაცვა – 73,614 დასაქმებული, ზრდა 198 ადამიანი;
  4. მშენებლობა – 68,695 დასაქმებული, ზრდა 5,478 ადამიანი;
  5. ტრანსპორტი და დასაწყობება – 63,523 დასაქმებული, ზრდა 3,939 ადამიანი;
  6. ინფორმაცია და კომუნიკაცია – 46,926 დასაქმებული, ზრდა 4,903 ადამიანი;
  7. სასტუმროები და რესტორნები – 39,872 დასაქმებული, ზრდა 2,875 ადამიანი;
  8. სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 25,525 დასაქმებული, ზრდა 1,494 ადამიანი;
  9. განათლება – 24,629 დასაქმებული, ზრდა 194 ადამიანი;
  10. ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები – 23,107 დასაქმებული, ზრდა 2,151 ადამიანი;
  11. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები – 20,282 დასაქმებული, ზრდა 420 ადამიანი;
  12. ხელოვნება გართობა და დასვენება – 18,721 დასაქმებული, ზრდა 3,911 ადამიანი;
  13. ენერგეტიკა – 16,773 დასაქმებული, ზრდა 1,568 ადამიანი;
  14. ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები – 15,996 დასაქმებული, ზრდა 1,048 ადამიანი;
  15. სამთო-მოპოვებითი მრეწველობა – 12,548 დასაქმებული, ზრდა 42 ადამიანი;
  16. სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა – 12,234 დასაქმებული, ზრდა 169 ადამიანი;
  17. სხვა სახის მომსახურება – 8,133 დასაქმებული, ზრდა 264 ადამიანი;

მსგავსი სიახლეები

საქართველოს საერთაშორისო რეზერვებში ოქროს ღირებულება $1.1 მილიარდამდე გაიზარდა | სებ

საქართველოს საერთაშორისო რეზერვებში ოქროს ღირებულება $1.1 მილიარდამდე გაიზარდა |…

2026 წლის აგვისტოს მდგომარეობით, ოქროს ფასის ცვლილების შედეგად, მონეტარული ოქროს ღირებულება წინა თვესთან შედარებით 135 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 1.149.2…
თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირება/მშენებლობა იწყება – EYE-სთან ხელშეკრულება გაფორმდა

თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირება/მშენებლობა იწყება – EYE-სთან ხელშეკრულება გაფორმდა

თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობას თურქული ერთობლივი კომპანია EYE განახორციელებს. თბილისი სატრანსპორტო კომპანიასა და და ტენდერში გამარჯვებულ თურქულ ერთობლივ საწარმო EYE-ს (Emre…
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა

7 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6128 ლარი გახდა.…