10 აპრილის მთავრობის სხდომაზე ყველაზე მეტი საკითხი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა წარადგინა. ეს პროექტები სახელმწიფო ქონების გადაცემას და ინვესტორებთან უკვე გაფორმებული შეთანხმებების ცვლილებებს ითვალისწინებდა.
ეს პროექტები ასე ნაწილდება:
1) “საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ბორჯომის სამოთხისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”.
ბიზნეს რეესტრის თანახმად, “ბორჯომის სამოთხე” 2022 წლის ივლისში დაფუძნდა. კომპანიის მთავარი პარტნიორია ეკატერინე სვანიძე (52%); დანარჩენი წილი კი დავით თოფურიძეს (25%) და გივი ნემსაძეს (25%) ეკუთვნით. უცნობია უშუალოდ რა ტერიტორია გადაეცემა აღნიშნულ კომპანიას პირდაპირი მიყიდვის წესით. ასევე უცნობია რა თანხას გადაიხდის კომპანია ამ ქონებაში.
2) საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,შპს „მეფის ქალაქის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ”.
ბიზნეს რეესტრის თანახმად, “მეფის ქალაქი” 2019 წლის დეკემბერში დაფუძნდა. კომპანიის დირექტორი და დამფუძნებელი ბიზნესმენი ვახტანგ კაპანაძეა. უცნობია უშუალოდ რა სახის ხელშეწყობის ღონისძიებები არის გათვალისწინებული კომპანიის მიმართ მთავრობის დადგენილებით.
3) საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,ჯიდიეი დანრეს ქარის ელექტროსადგურის’’ პროექტის კონცეფციის მოწონებისა და თანმდევი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე”.
ბიზნეს რეესტრში არ მოიძებნება კომპანია სახელწოდებით ჯიდიეი დანრეს ქარის ელექტროსადგური. შესაბამისად, ჯერჯერობით უცნობია უშუალოდ რა პროექტზე არის საუბარი მთავრობის მიერ მიღებულ დადგენილებაში. ასევე უცნობია რომელი კომპანია განიხილავს ამ პროექტში ინვესტირებას.
4) საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საქართველოს მთავრობას წარმოდგენილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ, ქლინ ენერჯი ინვესთ ეი. ეს – სა და შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ შორის 2014 წლის 13 ოქტომბერს გაფორმებული აჭარისწყალის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის (ნაწილი 1) მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შეცვლილი და განახლებული ხელშეკრულების ცვლილების შესახებ“.
აჭარისწყალი ჯორჯია ნორვეგიული Clean Energy-ისა და ინდური Tata Power-ის ერთობლივი პროექტია. კომპანიის საკუთრებაშია შუახევის ჰესების კასკადი, რომლის დადგმული სიმძლავრე 187 მეგავატ საათს შეადგენს. უცნობია უშუალოდ რა პირობების კორექტირება მოახდინა მთავრობამ მიღებული გადაწყვეტილებით.
11 თვეში საქართველოდან ღვინის ექსპორტი 9.2%-ით გაიზარდა და ქვეყანამ საზღვრებს გარეთ საქონლის რეალიზებით 262.3 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით,…
ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის განცხადებით, საქართველოს მთავრობა უცხოური გავლენის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის დაპირება გასცა. დღეს გამართულ ბრიფინგზე, საქართველოში ვიზიტით მყოფმა…
2024 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან უცხოეთში 130 მილიონი დოლარის ტანსაცმლის ექსპორტი განხორციელდა, ამის შესახებ ადგილობრივი ექსპორტის სტატისტიკიდან ირკვევა, რაც რეექსპორტის გარეშე ქვეყანაში…