რუსეთის მთავრობამ ბენზინის ექსპორტის დროებითი აკრძალვა 2024 წლის 31 დეკემბრამდე გაახანგრძლივა – ამის შესახებ ბრძანება უკვე გამოქვეყნდა.
ამკრძალავი ზომა მარტიდან 31 აგვისტომდე იყო შემოღებული, მაგრამ მაის-ივლისში ღონისძიება შეჩერდა საწვავის ბაზრის გაჯერების გამო.
„2024 წლის პირველი სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, რუსეთში კვლავ იმოქმედებს ბენზინის ექსპორტის დროებითი შეზღუდვა. ამის მთავარი მიზეზია, შენარჩუნდეს სტაბილური მდგომარეობა სანავთობო ბაზარზე მაღალი სეზონური მოთხოვნისა და ნავთობგადამმუშავებელ ქარხნებში გეგმური რემონტის პერიოდში.
შეზღუდვა არ გავრცელდება საერთაშორისო სამთავრობათაშორისო შეთანხმებებით, მათ შორის ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნების, მოქალაქეების მიერ პირადი სარგებლობისთვის ექსპორტირებული საწვავის მიწოდებაზე, ასევე საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარებისთვის ექსპორტირებულ საწვავზე – წერია მთავრობის მიერ ტელეგრამზე გავრცელებულ შეტყობინებაში.
მანამდე ბენზინის ექსპორტის აკრძალვა იგივე წესებით 2023 წლის 21 სექტემბრიდან 2023 წლის 17 ნოემბრამდე მოქმედებდა.
როგორც ცნობილია, ბენზინის ექსპორტის აკრძალვა არ ვრცელდება ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებზე, ე.წ. სამხრეთ ოსეთზე, აფხაზეთზე, ასევე მონღოლეთსა და უზბეკეთზე.
შეგახსენებთ, რუსეთი საქართველოსთვის საწვავის მთავარი მომწოდებელია – შარშან ქვეყანამ შემოტანილ ნავთობსა და ნავთობპროდუქტებში ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტი გადაიხადა.
11 თვეში საქართველოდან ღვინის ექსპორტი 9.2%-ით გაიზარდა და ქვეყანამ საზღვრებს გარეთ საქონლის რეალიზებით 262.3 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით,…
ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის განცხადებით, საქართველოს მთავრობა უცხოური გავლენის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის დაპირება გასცა. დღეს გამართულ ბრიფინგზე, საქართველოში ვიზიტით მყოფმა…
2024 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან უცხოეთში 130 მილიონი დოლარის ტანსაცმლის ექსპორტი განხორციელდა, ამის შესახებ ადგილობრივი ექსპორტის სტატისტიკიდან ირკვევა, რაც რეექსპორტის გარეშე ქვეყანაში…