საგარეო ვალი 8.5 მილიარდ დოლარს აჭარბებს – ვისი ვალი აქვს საქართველოს?

საგარეო ვალი 8.5 მილიარდ დოლარს აჭარბებს – ვისი ვალი აქვს საქართველოს?

ფინანსთა სამინისტრომ 2023 წლის ივნისის მდგომარეობით საქართველოს საგარეო ვალის ამსახველი სტატისტიკა გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, გასულ თვეში საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა დოლარებში 8.51 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 610 მილიონი დოლარით მეტია, თუმცა, დოლართან და ევროსთან ლარის გამყარების გამო ეროვნულ ვალუტაში გამოსახული ვალის მოცულობა 22.27 მილიარდი ლარია, რაც წლიურად 880 მილიონი ლარით არის შემცირებული.

საქართველოს საგარეო ვალში პირველ ადგილზე აზიის განვითარების ბანკის კრედიტია, რომლებიც ქვეყანამ უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებისთვის აიღო. მეორე ადგილზეა მსოფლიო ბანკის ჯგუფი, რომლის კრედიტებიც ასევე ძირითადად ინფრასტრუქტურულ პროექტებს ხმარდება. მესამე ადგილზეა ევროპის საინვესტიციო ბანკი.

ვისი ვალი აქვს საქართველოს – სტატისტიკა:

● ADB – 2.14 მილიარდი დოლარი;
● მსოფლიო ბანკის ჯგუფი – 2.02 მილიარდი დოლარი;
● EIB – 1 მილიარდი დოლარი;
● საფრანგეთი (AFD) – 728 მილიონი დოლარი;
● გერმანია (KFW) – 620 მილიონი დოლარი;
● მთავრობის ევრობონდი – 500 მილიონი დოლარი;
● EBRD – 235 მილიონი დოლარი;
● AIIB – 202 მილიონი დოლარი;
● IMF (მთავრობა) – 195 მილიონი დოლარი;
● იაპონია – 140 მილიონი დოლარი;
● EU – 145 მილიონი დოლარი;
● IFAD – 37 მილიონი დოლარი;
● რუსეთი – 18.7 მილიონი დოლარი;
● ავსტრია – 13.6 მილიონი დოლარი;
● ქუვეითი – 12 მილიონი დოლარი;
● ამერიკის შეერთებული შტატები – 10.4 მილიონი დოლარი;
● CEB – 9 მილიონი დოლარი;
● თურქეთი – 5.3 მილიონი დოლარი;
● ყაზახეთი – 3 მილიონი დოლარი;
● აზერბაიჯანი – 2.7 მილიონი დოლარი;
● სომხეთი – 2.4 მილიონი დოლარი;
● ირანი – 2 მილიონი დოლარი;

ამასთანავე, ეროვნულ ბანკს აქვს IMF-ის მიმართ 415 მილიონი დოლარი მართებს.

მსგავსი სიახლეები

რეფორმა გაზის სექტორში – მზადაა თუ არა ქვეყანა გაზის ბირჟის გახსნისთვის?

რეფორმა გაზის სექტორში – მზადაა თუ არა ქვეყანა გაზის…

ენერგეტიკული ბირჟის გახსნის შემდეგ, საქართველოს ანალოგიური პლატფორმის ამოქმედება გაზის სექტორშიც მოუწევს. ეს იმ ვალდებულების ნაწილია, რომელიც საქართველომ ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით…
სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას 1 225 000 ლარად ყიდის

სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას 1 225 000 ლარად ყიდის

სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას ელექტრონულ აუქციონზე 1 225 000 ლარად ყიდის. ქონების ეროვნულმა სააგენტომ სოფელ ტაბახმელაში 5 834 კვ.მ.-ის ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების…
სექტემბერში ფულადი გზავნილები 1%-ით შემცირდა

სექტემბერში ფულადი გზავნილები 1%-ით შემცირდა

2024 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 283.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 1.1%-ით (3.0 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია…