სად გაივლის თბილისის ახალი შემოვლითი მაგისტრალი? – პროექტირება დასასრულს უახლოვდება

სად გაივლის თბილისის ახალი შემოვლითი მაგისტრალი? – პროექტირება დასასრულს უახლოვდება

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის შემოვლითი გზის პროექტირება მალე დასრულდება – ამის შესახებ BMG-ის უწყებაში განუცხადეს.

თბილისის შემოვლითი გზის საპროექტო სიგრძე 50 კილომეტრია, ის მცხეთის, ჯვრის მონასტრის მიმდებარედ დაიწყება, გვირაბის მეშვეობით ზაჰესის, გლდანის და თბილისის ზღვის მიმართულებით გაგრძელდება, შემოუვლის ლილოს დასახლებას და სამხრეთით, რუსთავისკენ მიემართება.

თბილისის შემოვლითი გზის პროექტირების სამუშაოები ჯერ კიდევ 2016 წლიდან მიმდინარეობს და მასზე იტალიური საინჟინრო კომპანიები Anas International Enterprise-ი და IRD Engineering-ი მუშაობენ. პროექტი აზიის განვითარების ბანკის მიერ ფინანსდება.

თბილისის შემოვლითი გზის პროექტირების პარალელურად, ინფრასტრუქტურის სამინისტრო ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალის განვითარებაზეც მუშაობს. იგეგმება ნატახტარი-ჟინვალის 27-კილომეტრიანი გზის მშენებლობაც, რომელიც ნატახტართან ახალ გზაჯვარედინზე დასრულდება.

ინტერნეტში ვრცელდება სწორედ Anas International Enterprise-ი და IRD Engineering-ის მიერ მომზადებული გზის რენდერი, რომელიც სავარაუდოდ ამჟამინდელი მდგომარეობით არსებულ საპროექტო მარშრუტს მოიცავს. რენდერის თანახმად, გზის გარკვეული მონაკვეთები თბილისის შემოვლითი რკინიგზის მარშრუტს დაემთხვევა.

ჯერჯერობით უცნობია რამდენი მილიონი ლარი შეიძლება დაჯდეს როგორც ჟინვალი-ნატახტარის, ასევე თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობა და როდის გამოცხადდება შესაბამისი ტენდერები.

bm.ge

მსგავსი სიახლეები

მაისში ფულადი გზავნილები $340 მილიონამდე გადმოირიცხა – ყველაზე მეტი თანხა აშშ-დან გადმოიგზავნა

მაისში ფულადი გზავნილები $340 მილიონამდე გადმოირიცხა – ყველაზე მეტი…

2026 წლის მაისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 340 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7%-ით…
ირაკლი კობახიძემ სერბეთის პრეზიდენტს უმასპინძლა

ირაკლი კობახიძემ სერბეთის პრეზიდენტს უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ალექსანდრ ვუჩიჩს, რომელიც მეუღლესა და სამთავრობო დელეგაციასთან ერთად თბილისს დღეს ეწვია.…
მაისში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა წლიურად 7.1%-ით გაიზარდა – სებ

მაისში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა წლიურად 7.1%-ით გაიზარდა…

2026 წლის მაისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 339.85 მლნ აშშ დოლარი (911.0 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 7.1% ით (22.4 მლნ…