სად და რა ფასად ყიდულობს საქართველო რეკორდულად გაძვირებულ კაკაოს?

სად და რა ფასად ყიდულობს საქართველო რეკორდულად გაძვირებულ კაკაოს?

მსოფლიო ბაზარზე კაკაოს ფასმა რეკორდულ, 8,027 დოლარს მიაღწია, რაც გასულ წელთან შედარებით 193%-ით, ხოლო წინა თვესთან შედარებით 36%-ით მატებას ნიშნავს.

ფასის ზრდა აფრიკის ქვეყნებში მოსავლის შემცირებითაა განპირობებული. ვითარებას განსაკუთრებით ამწვავებს ის ფაქტი, რომ შოკოლადის უმსხვილესმა საწარმოებმა ბაზარზე არსებული კაკაოს მოსავლის პანიკური შესყიდვა დაიწყეს.

ექსპერტების ვარაუდით, მიმდინარე სეზონში კაკაოს დეფიციტი 375 ათასი ტონა იქნება და თუ ეს პროგნოზი გამართლდა, ბაზარზე კაკაოს ისეთი დეფიციტი შეიქმნება, რომელიც პლანეტას უკანასკნელი 65 წლის განმავლობაში არ უნახავს. ყველაფერი ეს, ცხადია, შოკოლადსა და ტკბილეულს კოლოსალურად გააძვირებს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ 12.6 მლნ აშშ დოლარის 3 259 ტონა შოკოლადი და კაკაოს შემცველი კვების სხვა მზა პროდუქტები შეიძინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 25.4%-ით აღემატება. იმპორტიორი ქვეყნების TOP-5 კი, ასეთია:

  • რუსეთი – 4.5 მლნ აშშ დოლარის 1 476 ტონა;
  • უკრაინა – 1.8 მლნ აშშ დოლარის 430 ტონა;
  • თურქეთი – 1.7 მლნ აშშ დოლარის 348 ტონა;
  • იტალია – 675 ათასი აშშ დოლარი 180 ტონა;
  • ხორვატია – 657 ათასი აშშ დოლარის 134 ტონა.

2024 წელს, საქართველომ ასევე შეიძინა კაკაოს 94 ათასი აშშ დოლარის 21 ტონა კაკაოს პასტა, 7.1 ათასი აშშ დოლარის 540 კგ. კაკაოს ზეთი და 799.9 ათასი აშშ დოლარის 209 ტონა კაკაო ფხვნილი.

მსგავსი სიახლეები

11 თვეში 70 ქვეყანაში 90 მლნ ლიტრზე მეტი ქართული ღვინო გავიდა – მთავარი საექსპორტო ბაზარი რუსეთია

11 თვეში 70 ქვეყანაში 90 მლნ ლიტრზე მეტი ქართული…

11 თვეში საქართველოდან ღვინის ექსპორტი 9.2%-ით გაიზარდა და ქვეყანამ საზღვრებს გარეთ საქონლის რეალიზებით 262.3 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით,…
უცხოური გავლენის კანონში ცვლილებების იდენტიფიცირებისთვის სამუშაო ჯგუფი შეიქმნება – ალან ბერსე

უცხოური გავლენის კანონში ცვლილებების იდენტიფიცირებისთვის სამუშაო ჯგუფი შეიქმნება –…

ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის განცხადებით, საქართველოს მთავრობა უცხოური გავლენის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის დაპირება გასცა. დღეს გამართულ ბრიფინგზე, საქართველოში ვიზიტით მყოფმა…
წელს, საქართველოში შეკერილი ტანსაცმლის ექსპორტმა $130 მლნ შეადგინა

წელს, საქართველოში შეკერილი ტანსაცმლის ექსპორტმა $130 მლნ შეადგინა

2024 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან უცხოეთში 130 მილიონი დოლარის ტანსაცმლის ექსპორტი განხორციელდა, ამის შესახებ ადგილობრივი ექსპორტის სტატისტიკიდან ირკვევა, რაც რეექსპორტის გარეშე ქვეყანაში…