სასურველი და სწორია, რომ ღვინის ექსპორტში რუსეთის ბაზრის წილი 10%-მდე შემცირდეს – ნუცა აბრამიშვილი

სასურველი და სწორია, რომ ღვინის ექსპორტში რუსეთის ბაზრის წილი 10%-მდე შემცირდეს – ნუცა აბრამიშვილი

ქართული ღვინისთვის უმსხვილესი საექსპორტო ბაზარი ტრადიციულად რუსეთია. გასულ 2024 წელს, ჯამურად ამ ქვეყანაში 182,6 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 66,715,032 ლიტრის ღვინის ექსპორტი განხორციელდა, რაც მთლიან ექსპორტში დაახლოებით 67%-ია. მეორე ადგილზე იყო პოლონეთი – 16,9 მლნ აშშ დოლარით, მესამეზე უკრაინა – 12,4 მლნ აშშ დოლარით, მეოთხეზე ყაზახეთი – 10,6 მლნ აშშ დოლარით, მეხუთეზე კი ჩინეთი – 9,2 მლნ აშშ დოლარით.

აღსანიშნავია, რომ რუსეთში ქართული ღვინის ექსპორტში მიმდინარე წლის ორი თვის მაჩვენებლის თანახმად, კლება შეინიშნება. კერძოდ, 2025 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან რუსეთში 29.1 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 9,594 ტონა ღვინო გავიდა, რაც წლიურად 38.4%-ით შემცირებული მაჩვენებელია. თუმცა, რუსეთი ქართველი ღვინის მწარმოებლებისთვის მაინც რჩება ნომერ პირველ საექსპორტო ბაზრად.

როგორ შეიძლება ჩანაცვლდეს რუსეთი? – ამ კითხვას გადაცემა „საქმიან დილაში” მარიამ ქოიავას საავტორო რუბრიკაში „ბიზნესი 360 გრადუსით” “შუხმან ჯგუფის” გენერალურმა დირექტორმა, ნუცა აბრამიშვილმა უპასუხა. როგორც აბრამიშვილმა თქვა, სასურველი და სწორი იქნება, თუ რუსეთის ბაზრის წილი 10%-მდე შემცირდება. ამისთვის კი, საჭიროა ბაზრების დივერსიფიცირება. მისივე თქმით, რუსეთის ბაზარი ქართველი მწარმოებლებისთვის მარტივი ბაზარია, ვინაიდან იქ საქართველო და ქართული პროდუქტები ოდითგანვე ცნობილია, ამიტომაც არცაა გასაკვირი, რომ ამ ბაზარზე ღვინის ქართველი მწარმოებელი ყველაზე მსხვილადაა წარმოდგენილი.

“დივერსიფიცირების კუთხით დიდი ჩამორჩენაა, რამაც სავალალო შედეგამდე შეიძლება მიგვიყვანოს თუ სხვადასხვა გარე ფაქტორების შედეგად ზიანი იქნება, რასაც რასაკვირველია სექტორი ვერ გაუძლებს, ეს ძალიან სარისკოა. თუმცა, შესაძლებელია [რუსეთის] იმ ქვეყნებით ჩანაცვლება, როგორიცაა მაგალითად ინდოეთი. ინდოეთის ბაზარი ახლა არის ოცნების სფერო, მაგრამ ამ ქვეყანასთან ჩვენ დაწყებული გვაქვს სხვადასხვა სახის სავაჭრო მიმართულებებზე მუშაობა და ნომერ პირველი, რაც დააჩქარებს პროცესს, იქნება თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, რასაც არ ვიცი, რა პერიოდში შეიძლება ველოდოთ.

რა ნიშნულზე უნდა დავიდეთ რუსულ ბაზარზე? ალბათ სწორი და სასურველი იქნება, დივერსიფიკაციის ფარგლებში 10%-მდე რომ მოდიოდეს რუსეთზე ღვინის ექსპორტი. თუმცა ამას სჭირდება მუშაობა, ეს არის გრძელვადიანი პროცესი და რაც მთავარია, მიღწევადია“, – აღნიშნა ნუცა აბრამიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

სოცდაუცველთა 300-ლარიანი დასაქმების პროგრამა 2026 წლიდან აღარ გაგრძელდება – მიზეზები

სოცდაუცველთა 300-ლარიანი დასაქმების პროგრამა 2026 წლიდან აღარ გაგრძელდება –…

სოცდაუცველთა დასაქმების პროგრამა, რომელზეც ოთხ წელში 300 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა, 2026 წლიდან აღარ გაგრძელდება. საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტზე ბიუჯეტის მე-3 ვერსიის…
რატომ ამცირებს მთავრობა მოგების გადასახადის 2025 წლის გეგმას ₾190 მილიონით? – კაკაურიძის განმარტება

რატომ ამცირებს მთავრობა მოგების გადასახადის 2025 წლის გეგმას ₾190…

საქართველოს მთავრობა 2025 წლის ბიუჯეტის კორექტირებას გეგმავს. პროექტის თანახმად, საგადასახადო მიმართულებით მოგების გადასახადის გეგმა 190 მილიონი ლარით მცირდება. ფინანსთა მინისტრის პირველი…
ბორჯომი–ბაღი–ტბა–ცემის გზის 5.5 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციაზე ₾5.2 მლნ დაიხარჯა – გზების დეპარტამენტი

ბორჯომი–ბაღი–ტბა–ცემის გზის 5.5 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციაზე ₾5.2 მლნ დაიხარჯა…

ბორჯომი–ბაღი–ტბა–ცემის საავტომობილო გზის 5.5 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 5.2 მილიონი…