საქართველომ და ჩინეთმა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში ცვლილებების ოქმს მოაწერეს ხელი

საქართველომ და ჩინეთმა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში ცვლილებების ოქმს მოაწერეს ხელი

საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებულ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში 10 თვის წინ, გასული წლის ივლისში დაანონსებული ცვლილებები შევიდა. ოქმს ხელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა და ჩინეთის კომერციის მინისტრმა, ვანგ ვენთაომ მოაწერეს.

სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, განახლებული შეთანხმება მიზნად ისახავს დოკუმენტის ადაპტაციას თანამედროვე სავაჭრო გარემოსთან და დამატებით შესაძლებლობებს აჩენს ინვესტიციებისა და ელექტრონული კომერციის მიმართულებით.

მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, ცვლილებები სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ეკონომიკური პარტნიორობის გაღრმავებისთვის. მანვე აღნიშნა, რომ მიმდინარეობს მუშაობა ჩინურ ბაზარზე ქართული ცხოველური წარმოშობის პროდუქტების, მათ შორის ფრინველის ხორცისა და თაფლის დაშვების კუთხით.

ცვლილებების დაანონებისთანავე ითქვა რომ შესაძლებელი იქნებოდა საქართველოში წარმოებული თაფლის და ფრინველის ხორცის ჩინეთის ბაზარზე გაყიდვა.

„საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში განხორციელებული ცვლილებები წარმოადგენს სტრატეგიულად მნიშვნელოვან ნაბიჯს ჩვენი ეკონომიკური პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების პროცესში და მოლოდინი გვაქვს, რომ ხელს შეუწყობს ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის ზრდას. ბოლო წლებში ჩვენ ქვეყნებს შორის ეკონომიკურმა ურთიერთობებმა მნიშვნელოვანი დინამიკა შეიძინა, რაც განპირობებულია როგორც მაღალი დონის პოლიტიკური ჩართულობით, ისე ბიზნესსექტორებს შორის მზარდი თანამშრომლობით.

ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად გამოვიყენოთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით შექმნილი შესაძლებლობები, რათა კიდევ უფრო გავზარდოთ ქართული პროდუქციის ექსპორტი ჩინეთის ბაზარზე და გავაძლიეროთ ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპი“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ძალაში 2018 წლის პირველი იანვრიდან შევიდა.

მსგავსი სიახლეები

პირველი კატეგორიის საწარმოების რეგისტრაცია 2026 წლის 31 იანვარს იწურება

პირველი კატეგორიის საწარმოების რეგისტრაცია 2026 წლის 31 იანვარს იწურება

პირველი კატეგორიის საწარმოებმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს რეესტრში რეგისტრაცია 2026 წლის 31 იანვრის ჩათვლით უნდა გაიარონ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი…
საქართველო და სერბეთი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს იწყებენ – სამინისტრო

საქართველო და სერბეთი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს იწყებენ –…

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ოფიციალური ვიზიტით სერბეთს ეწვია. ინფორმაციას ამის შესახებ სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში მარიამ…
11 თვეში საქართველოს აეროპორტები 8 მილიონამდე მგზავრს მოემსახურა – წლიური ზრდა 14%-ია

11 თვეში საქართველოს აეროპორტები 8 მილიონამდე მგზავრს მოემსახურა –…

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებში რეკორდული იყო როგორც მგზავრთნაკადი, ისე ფრენების რაოდენობა. კერძოდ, იანვარ-ნოემბერში საქართველოს აეროპორტები…