საქართველოს ეკონომიკის ზომა I კვარტალში 16 მლრდ იყო – სექტორების რეიტინგი

საქართველოს ეკონომიკის ზომა I კვარტალში 16 მლრდ იყო – სექტორების რეიტინგი

საქსტატმა 2023 წლის პირველი კვარტლის მშპ-ის დეტალური ანგარიში გამოაქვეყნა. მისი მიხედვით, საქართველოს ეკონომიკის ზომა პერიოდის განმავლობაში 16.4 მილიარდი ლარი იყო. წინა წელთან შედარებით კი მშპ-ის ზრდამ კი 6.8% შეადგინა.

სექტორებს შორის ზომით #1 ადგილზეა საბითუმო და საცალო ვაჭრობა, რომლის კონტრიბუციაც მთლიან შიდა პროდუქტში 2 მილიარდ ლარს შეადგენდა. ამასთან, ვაჭრობის სფერო წლიურად 14%-ით გაიზარდა. მეორე ადგილზეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები 1.7 მილიარდით. ამ სფეროში ეკონომიკური აქტივობა წინა წლის ანალოგიურია. რაც შეეხება ყველაზე მაღალ ზრდის ტემპს, ის IT, ინფორმაციისა და კომუნიკაციის სფეროშია, რომელიც წლიურად 44%-ით არის გაზრდილი.

ეკონომიკური ზრდა სექტორების მიხედვით:

● საბითუმო და საცალო ვაჭრობა – 2.06 მილიარდი ლარი, ზრდა წინა წელთან 14%
● უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები – 1.7 მილიარდი ლარი, ზრდა წინა წელთან 0%
● დამამუშავებელი მრეწველობა – 1.33 მილიარდი ლარი, კლება წინა წელთან -7%
● მშენებლობა – 930.2 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 15%
● ლოგისტიკა – 846.2 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 3%
● განათლება – 803.3 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 13%
● საფინანსო და სადაზღვევო სექტორი – 791.6 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 7%
● ინფორმაცია და კომუნიკაცია – 784.7 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 44%
● სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა – 758.4 მილიონი ლარი, კლება წინა წელთან -2%
● ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები – 625.9 მილიონი ლარი, კლება წინა წელთან -13%
● ხელოვნება, გართობა და დასვენება (მათ შორის აზარტული თამაშები) – 602.3 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 17%
● ენერგეტიკა – 515.3 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 0%
● ტურიზმი – 436.8 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 16%
● პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 323.7 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 5%
● სამთომოპოვებითი მრეწველობა – 184.8 მილიონი ლარი, კლება წინა წელთან -11%
● ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები – 170.3 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 33%
● წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა – 134.6 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 0%
● სხვა სახის მომსახურება – 133.6 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 23%
● შინამეურნეობების, როგორც დამქირავებლის, საქმიანობები; არადიფერენცირებული საქონლის და მომსახურების წარმოება შინამეურნეობების მიერ საკუთარი მოხმარებისათვის – 21.4 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 38%.

მსგავსი სიახლეები

11 თვეში 70 ქვეყანაში 90 მლნ ლიტრზე მეტი ქართული ღვინო გავიდა – მთავარი საექსპორტო ბაზარი რუსეთია

11 თვეში 70 ქვეყანაში 90 მლნ ლიტრზე მეტი ქართული…

11 თვეში საქართველოდან ღვინის ექსპორტი 9.2%-ით გაიზარდა და ქვეყანამ საზღვრებს გარეთ საქონლის რეალიზებით 262.3 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით,…
უცხოური გავლენის კანონში ცვლილებების იდენტიფიცირებისთვის სამუშაო ჯგუფი შეიქმნება – ალან ბერსე

უცხოური გავლენის კანონში ცვლილებების იდენტიფიცირებისთვის სამუშაო ჯგუფი შეიქმნება –…

ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის განცხადებით, საქართველოს მთავრობა უცხოური გავლენის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის დაპირება გასცა. დღეს გამართულ ბრიფინგზე, საქართველოში ვიზიტით მყოფმა…
წელს, საქართველოში შეკერილი ტანსაცმლის ექსპორტმა $130 მლნ შეადგინა

წელს, საქართველოში შეკერილი ტანსაცმლის ექსპორტმა $130 მლნ შეადგინა

2024 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან უცხოეთში 130 მილიონი დოლარის ტანსაცმლის ექსპორტი განხორციელდა, ამის შესახებ ადგილობრივი ექსპორტის სტატისტიკიდან ირკვევა, რაც რეექსპორტის გარეშე ქვეყანაში…