საქართველო კატართან სათბური აირებით ივაჭრებს

საქართველო კატართან სათბური აირებით ივაჭრებს

კატარის სახელმწიფო საქართველოში სათბური აირების შესყიდვით არის დაინტერესებული. საქართველომ და კატარის სახელმწიფომ უკვე გააფორმეს თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ორ ქვეყანას შორის სათბური აირებით ვაჭრობის შესაძლებლობას გულისხმობს. როგორც  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა განმარტა, მწვანე ტექნოლოგიების და ინვესტიციების განხორციელებასთან ერთად შემცირებული ემისიები ორ სახელმწიფოს შორის საერთაშორისო ვაჭრობის საგანი გახდება.

„ჩვენ მოვაწერეთ უკვე ხელი მემორანდუმს, რომელზეც ორი წლის წინ დავიწყეთ მუშაობა კატარის სახელმწიფოსთან. ეს არის ემისიებით ვაჭრობის შესახებ შესაძლებლობები ჩვენსა და კატარს შორის. ეს გულისხმობს იმას, რომ ნებისმიერი ახალი ინვესტიცია, რომელიც ჩვენს ქვეყანაში შემოვა ამ სახელმწიფოდან სხვადასხვა სექტორში და რომელიც ხელს შეუწყობს თანამედროვე კლიმატგონივრული ტექნოლოგიების დანერგვას, რაც თავის მხრივ შეამცირებს სათბური აირების გაფრქვევას, ეს შემცირებული სათბური აირები დაექვემდებარება საერთაშორისო ვაჭრობის მექანიზმს და სწორედ კატარის სახელმწიფო დაინტერესებულია, რომ იყიდოს ეს შემცირებული სათბური აირები.

საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ორ სახელმწიფოს შორის, როგორც ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებას, როგორც ახალი, კლიმატგონივრული ინვესტიციების შემოდინებას, იქნება ეს ენერგეტიკის სექტორი, თუ ნებისმიერი სხვა, რომელიც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სათბური აირების გაფრქვევის თვალსაზრისით, აქედან გამომდინარე, თანამედროვე, მწვანე ტექნოლოგიების და ინვესტიციების განხორციელებასთან ერთად შემცირებული ემისიები გახდება საერთაშორისო ვაჭრობის საგანი ორ სახელმწიფოს შორის.

ეს არის შესაძლებლობა სახელმწიფოთაშორის ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერების და ამავდროულად ბუნებრივია კერძო სექტორისთვის საინტერესო ვაჭრობის მექანიზმის შემოტანის თვალსაზრისით, ამიტომ ვფიქრობთ, რომ ასეთი შესაძლებლობები გააჩენს ახალ თანამშრომლობის ფანჯარას კერძო სექტორს შორის ურთიერთობისთვის ქართულ და კატარის სახელმწიფოს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერების თვალსაზრისით“,-აცხადებს ნინო თანდილაშვილი.

ამჟამად დათვლილია საქართველოს 2019 წლის ემისიების მაჩვენებელი, რაც 9.4 გიგატონა CO2 ექვივალენტს შეადგენდა. 2018 წელთან შედარებით ემისიების ეს მოცულობა 7%-ით მეტი იყო, ხოლო 2013 წელთან შედარებით საქართველოს ჯამური ემისიები 37%-ით იყო გაზრდილი.

საიდან გაიფრქვა ეს სათბური აირები? – განაწილება სექტორების ჭრილში:

• ტრანსპორტი – 41%, ანუ 3.9 გიგატონა CO2 ექვივალენტი;
• საყოფაცხოვრებო შენობების გათბობა – 21%, ანუ 2 გიგატონა CO2 ექვივალენტი;
• მრეწველობა – 17%, ანუ 1.57 გიგატონა CO2 ექვივალენტი;
• ენერგეტიკა – 15%, ანუ 1.45 გიგატონა CO2 ექვივალენტი;
• სხვა კომერციული სექტორები – 5%, ანუ 0.4 გიგატონა CO2 ექვივალენტი;

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს მონაცემებით, ამავე წელს მსოფლიომ 35 მილიარდი გიგატონა CO2 ექვივალენტი გააფრქვია, შესაბამისად, საქართველოს ემისები მსოფლიო გაფრქვევების მხოლოდ 0.3%-ს შეადგენდა.

პარიზის კლიმატის შეთანხმებას 2015 წელს საქართველოც მიუერთდა. ქვეყანამ აიღო ვალდებულება, რომ 2030 წლისთვის დააფიქსიროს შემდეგი შედეგი: საქართველოს ემისიები 2030 წელს უნდა იყოს 1990 წლის ემისიებზე 35%-ით ნაკლები.

მსგავსი სიახლეები

საქართველომ ევროპის ბიზნეს ანგელოზთა კონგრესის მასპინძლობისთვის განაცხადი შეიტანა

საქართველომ ევროპის ბიზნეს ანგელოზთა კონგრესის მასპინძლობისთვის განაცხადი შეიტანა

აქსელის, საქართველოს ბიზნეს ანგელოზთა ქსელის ინიციატივით, საქართველომ ევროპის ბიზნეს ანგელოზთა ქსელის (EBAN) კონგრესის მასპინძლობისათვის განაცხადი შეიტანა. ევროპის ბიზნეს ანგელოზთა კონგრესი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საინვესტიციო კონფერენცია ევროპაში, რომელიც…
წელს კავკასიასა და ცენტრ. აზიაში ეკონომიკური ზრდა 3.9%-მდე შენელდება, 2025 წელს 4.8%-მდე დაჩქარდება – IMF

წელს კავკასიასა და ცენტრ. აზიაში ეკონომიკური ზრდა 3.9%-მდე შენელდება,…

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2024 წლისთვის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები განაახლა. ორგანიზაციის პროგნოზის მიხედვით, მიმდინარე წელს კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ეკონომიკური ზრდა…
ჩინეთი-შუა დერეფანი-იტალია – ერთწლიანი პაუზის შემდეგ საკონტეინერო გადაზიდვები განახლდა

ჩინეთი-შუა დერეფანი-იტალია – ერთწლიანი პაუზის შემდეგ საკონტეინერო გადაზიდვები განახლდა

ჩინეთი-შუა დერეფანი-იტალია – ერთწლიანი პაუზის შემდეგ, “ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტით” საკონტეინერო გადაზიდვები განახლდა. გადაზიდვას სინცზიანიდან ნეაპოლამდე „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ და…